რაგბი: საქართველო - რუმინეთი 18:11

ერთა თასის გათამაშების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ანგარიშით 18:11 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები გუნდი. საქართველოს ნაკრები ტურნირს ლიდერობს - მას ოთხ მატჩში ოთხი მოგება აქვს. შემდეგ მატჩს ის ერთ კვირაში სოჭში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.