საქართველოს მთავრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანზიაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე 10 მარტს, ბერნში გამართული მოლაპარაკების დეტალებს არ აკონკრეტებს. პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს დღეს მხოლოდ ის განუცხადა, რომ მხარეთა შეთანხმებით, მოლაპარაკების ახალი რაუნდი აპრილში გაიმართება. ამასთან, მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არ შეცვლის პოზიციას, რომლის თანახმად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერისთვის აუცილებელია მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბთან საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაცია.