ბერნში საქართველოსა და რუსეთის დელეგაციათა მოლაპარაკება მიმდინარეობს

შვეიცარიის დედაქალაქში მიმდინარეობს საქართველოსა და რუსეთის დელეგაციათა მოლაპარაკება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. მოლაპარაკების განახლებამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უმთავრესი, რასაც თბილისი კვლავ მოითხოვს ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ, ოკუპირებულ რეგიონებში საბაჟო-გამშვები პუნქტების გამჭვირვალობა და მათი კონტროლია. მსგავსი მოთხოვნის შესრულებას გაზეთ ”კომერსანტთან” საუბრისას შეუძლებელი უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობას გამოცემა არ ასახელებს. მისი განცხადებით, ამ საკითხზე საქართველო ”ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უნდა ესაუბროს”.