ხვალ შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გაიმართება ქართული და რუსული მხარის შეხვედრა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეხვედრის ინიციატორი მოსკოვია. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობს.
რას აპირებს საქართველო და როგორია მისი პოზიცია, დათმობს თუ არა ის საკუთარ ინტერესებს რუსეთთან დიალოგის დროს? ეს შეკითხვათა ნაწილია, რომელიც მას შემდეგ გახმიანდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება. ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ მათი აზრის გათვალისწინება არ მოხდა, რამაც, შესაძლოა, პრობლემები მოგვიანებით თავად მთავრობას შეუქმნას. აი, რას ამბობს სოსო ცისკარიშვილი:
„ქართულმა ხელისუფლებამ უკვე დაუშვა შეცდომა, როცა შეკითხვით არ მიმართა ყველა პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში. მან პრაქტიკულად გაწირა საკუთარი თავი ამ საკითხში, რადგან რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, ეს იქნება მხოლოდ კრიტიკის საგანი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისთვის, მაშინ როცა შეიძლებოდა თითოეული პარტიისთვის ეთხოვათ ერთ გვერდზე ჩამოეყალიბებინა სურვილი, ანუ რას იზამდა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ამ სიტუაციაში.“
თუმცა დღევანდელ საპარლამენტო დებატებზე უმრავლესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა ბერნში ჯერჯერობით მხოლოდ პირობებსა და ფორმატზე შეთანხმებაა და მას შინაარსობრივი დატვირთვა არ აქვს:
„კონკრეტული მოლაპარაკებები ამ დღეებში შეეხება დღის წესრიგის შედგენას და ჩამოყალიბებას და არამც და არამც პრინციპულ საკითხებს[…] ეს არის კონსულტაციები იმისათვის, რომ შედგეს დღის წესრიგი, თუ რა თემებზე იყოს მომავალში საუბარი.“
ქართული მხარის ოფიციალური პირები მოლაპარაკებათა კონკრეტულ დეტალებზე არ ლაპარაკობენ. ნიკოლოზ ვაშაკიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტრადიციულ ორშაბათის პრესასთან შეხვედრის დროს აღნიშნა:
„რაც შეეხება პოზიციის დეტალებს, ამაზე მოლაპარაკებათა წინ საუბარი არ არის მიღებული და სწორი არ იქნება.“
თუმცა ცნობილია, რომ კონკრეტული მოთხოვნა არსებობს. და ეს მოთხოვნა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარეობს. მთავრობის პრესსპიკერი ნიკო მჭედლიშვილი განმარტავს:
„ქართული მხარის მოთხოვნა არის ერთადერთი, ეს არის საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგალიზაცია მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან.“
ცოტაოდენი უფრო ფართო კონტექსტზე. ჯოზეფ ბაიდენი დღეიდან მოსკოვში შეხვედრებს იწყებს. ’დავაჭიროთ ხელი გადატვირთვის ღილაკს’- ასე მონათლა ვიზიტი დასავლურმა პრესამ, „ნიუ იორკ ტაიმსი“ კი შვიდ მარტს წერს:
”ცენტრალური საკითხი იქნება დეტალები გადატვირთვისა, მათ შორის, რუსეთის დიდი ხნის მოლოდინი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისა, რომელსაც ამერიკელი ოფიციალური პირები მხარს ღიად უჭერენ.”
ამაზე საუბარი გაცილებით ადრე დაიწყო. 2010 წლის სექტემბერში თეთრი სახლი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
”ფუნდამენტური პროგრესი მოხდა მოლაპარაკებების დასრულებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის.”
განცახადებაში წერია, რომ პრეზიდენტი ობამა:
”მხარს დაუჭერს რუსეთის მხარის მცდელობას, რომ დასრულდეს მრავალმხრივი მოლაპარაკებები და რომ რუსეთმა შეძლოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება რაც შეიძლება სწრაფად.”
თუმცა მოგვიანებით კეთდება განცხადებები არა მრავალმხრივ, არამედ ორმხრივ მოლაპარაკებებზე. ამაზე საუბრობს პრეზიდენტ ობამას მრჩეველი მიშელ მაკფოლი:
”ეს არ არის საკითხი, რომელშიც ჩვენ რამეს გადავწყვეტთ, ჩვენ (იგულისხმება ამერიკული მხარე) ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. ”
მაკფოლის განცხადებით, საქართველოს ლიდერებიც მზად არიან, რომ:
”საკითხს მიუდგნენ ეკონომიკური სავაჭრო საკითხების მხრივ და არ აქციონ ეს ამაზე უფრო დიდი დებატების თემად.”
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი სვანტე კორნელი „ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატიაში ამბობს, რომ საქართველოსთვის ეს საკითხი რისკის შემცველია:
”ერთი მხრივ, ის აძლევს საქართველოს უპირატესობას, მეორე მხრივ კი, ეს მას აგდებს საფრთხეში თავად გახდეს პრობლემა. არსებობს რისკი, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს.”
როგორც მთავრობის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ოფიციალური შეხვედრა მხარეებს შორის ხვალ შედგება და მას მედიატორის როლში შვეიცარიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
რას აპირებს საქართველო და როგორია მისი პოზიცია, დათმობს თუ არა ის საკუთარ ინტერესებს რუსეთთან დიალოგის დროს? ეს შეკითხვათა ნაწილია, რომელიც მას შემდეგ გახმიანდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება. ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ მათი აზრის გათვალისწინება არ მოხდა, რამაც, შესაძლოა, პრობლემები მოგვიანებით თავად მთავრობას შეუქმნას. აი, რას ამბობს სოსო ცისკარიშვილი:
„ქართულმა ხელისუფლებამ უკვე დაუშვა შეცდომა, როცა შეკითხვით არ მიმართა ყველა პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში. მან პრაქტიკულად გაწირა საკუთარი თავი ამ საკითხში, რადგან რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, ეს იქნება მხოლოდ კრიტიკის საგანი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისთვის, მაშინ როცა შეიძლებოდა თითოეული პარტიისთვის ეთხოვათ ერთ გვერდზე ჩამოეყალიბებინა სურვილი, ანუ რას იზამდა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ამ სიტუაციაში.“
ქართული მხარის მოთხოვნა არის ერთადერთი, ეს არის საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგალიზაცია მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან.
„კონკრეტული მოლაპარაკებები ამ დღეებში შეეხება დღის წესრიგის შედგენას და ჩამოყალიბებას და არამც და არამც პრინციპულ საკითხებს[…] ეს არის კონსულტაციები იმისათვის, რომ შედგეს დღის წესრიგი, თუ რა თემებზე იყოს მომავალში საუბარი.“
ქართული მხარის ოფიციალური პირები მოლაპარაკებათა კონკრეტულ დეტალებზე არ ლაპარაკობენ. ნიკოლოზ ვაშაკიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტრადიციულ ორშაბათის პრესასთან შეხვედრის დროს აღნიშნა:
„რაც შეეხება პოზიციის დეტალებს, ამაზე მოლაპარაკებათა წინ საუბარი არ არის მიღებული და სწორი არ იქნება.“
თუმცა ცნობილია, რომ კონკრეტული მოთხოვნა არსებობს. და ეს მოთხოვნა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარეობს. მთავრობის პრესსპიკერი ნიკო მჭედლიშვილი განმარტავს:
„ქართული მხარის მოთხოვნა არის ერთადერთი, ეს არის საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგალიზაცია მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან.“
ცოტაოდენი უფრო ფართო კონტექსტზე. ჯოზეფ ბაიდენი დღეიდან მოსკოვში შეხვედრებს იწყებს. ’დავაჭიროთ ხელი გადატვირთვის ღილაკს’- ასე მონათლა ვიზიტი დასავლურმა პრესამ, „ნიუ იორკ ტაიმსი“ კი შვიდ მარტს წერს:
”ცენტრალური საკითხი იქნება დეტალები გადატვირთვისა, მათ შორის, რუსეთის დიდი ხნის მოლოდინი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისა, რომელსაც ამერიკელი ოფიციალური პირები მხარს ღიად უჭერენ.”
ამაზე საუბარი გაცილებით ადრე დაიწყო. 2010 წლის სექტემბერში თეთრი სახლი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
”ფუნდამენტური პროგრესი მოხდა მოლაპარაკებების დასრულებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის.”
განცახადებაში წერია, რომ პრეზიდენტი ობამა:
”მხარს დაუჭერს რუსეთის მხარის მცდელობას, რომ დასრულდეს მრავალმხრივი მოლაპარაკებები და რომ რუსეთმა შეძლოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება რაც შეიძლება სწრაფად.”
არსებობს რისკი, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს ...