საქართველოს შრომის კოდექსში ცალკე თავი ეძღვნება შვებულებებს: ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და შვილად აყვანის გამო. თუმცა, ქალთა უფლებების საკითხით დაინტერესებული ორგანიზაციები და პოლიტიკოსები არასაკმარისად და მეტიც, დისკრიმინაციულად თვლიან იმ რეალობას, რომელიც დღეს დედებისთვის არის შექმნილი. ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში ამ საკითხზე სასაუბროდ მიიწვია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატი მაგდა ანიკაშვილი და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი.