მას შემდეგ, რაც 2008 წელს პრიშტინამ სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, პირველად ხდება, რომ სერბია და კოსოვო პირდაპირ მოლაპარაკებას მართავენ.
ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები სამშაბათს დაიწყო ბრიუსელში. როგორც ვარაუდობენ, მთავარ პრობლემურ საკითხზე - კოსოვოს დამოუკიდებლობაზე - მოლაპარაკებები გარღვევას არ მოიტანს. ბელგრადი გადაჭრით უარყოფს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
თუმცა მოლაპარაკებების გამართვის ფაქტს ყველა მხარე მაინც დადებითად უყურებს და აფასებს ნაბიჯად, რომელიც ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვან საკითხებს მოაგვარებს - მაგალითად, საჰაერო მოძრაობის კონტროლს, სახმელეთო გადაადგილებების აღრიცხვას, სასაზღვრო კონტროლს, სავაჭრო შეთანხმებებს და საკუთრების აღრიცხვას.
ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის კეთრინ ეშტონის წარმომადგენელმა, მაია კოსიანჩიჩმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, ბლოკი იმედოვნებს, რომ სერბია და კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასაც მიუახლოვდებიანო:
„მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა როგორც კოსოვოსა და სერბიაში, ისე მთლიანად დასავლეთ ბალკანეთში. ამასთან, სერბიაც და კოსოვოც უფრო უნდა დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ევროპულ სტანდარტებს.“
სერბიის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, კოსოვოში ზოგიერთი ოფიციალური პირი დარწმუნებულია, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ბელგრადი აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩი ორშაბათს შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დასრულდება კოსოვოსა და სერბიის დამოუკიდებელ ქვეყნებად ორმხრივი აღიარებით.“
თუმცა სერბიის დელეგაციის ხელმძღვანელი, ბორკო სტეფანოვიჩი, უფრო ფრთხილად საუბრობს: „კონკრეტული ვადები დადგენილი არ არის. ვეცდებით წლის ბოლომდე ერთმანეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადავწყვიტოთ. საქმეს ოპტიმისტურად ვუყურებთ, თუმცა სასწაულს მაინც არ უნდა ველოდეთ.“
ბელგრადის დიდი სურვილია დააჩქაროს ევროკავშირისკენ სვლა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის მტკიცედ აცხადებს, რომ კვლავაც გააგრძელებს კოსოვოს დამოუკიდებლობის უარყოფას.
კოსოვოს დამოუკიდებლობა 75 ქვეყანას აქვს აღიარებული - მათ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის წევრთა უმეტესობას. რუსეთი და ჩინეთი კოსოვოს დამოუკიდებლად ცნობაზე უარს აცხადებენ.
სერბიის უარი, აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, ბევრ პრაქტიკულ სირთულეს უქმნის ამ ღარიბ პროვინციაში მცხოვრებ ორ მილიონ ადამიანს. მაგალითად, კოსოვოს არ შეუძლია ჰქონდეს საკუთარი სატელეფონო კოდი - ძირითადად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ რეგიონებში კი სასკოლო პროგრამების ირგვლივ არის უთანხმოება.
ამასთან, პრიშტინას ვაჭრობაშიც შეფერხებები აქვს, კოსოვოს მცხოვრებთ კი გადაადგილებისას აქვთ პრობლემები, რადგან სერბია, როგორც წესი, კოსოვოში დარეგისტრირებულ მანქანებს აჩერებს ხოლმე.
სერბია, თავის მხრივ, კოსოვოს ძირითადად სერბებით დასახლებულ რეგიონებთან მიმართებით მეტ უფლებებს მოითხოვს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებებისას კოსოვოში დარჩენილი სერბების სტატუსზეც იქნება საუბარი. სერბიის დელეგაცია იმ კოსოვოელი სერბების უფლებების დაცვასაც შეეცდება, რომლებმაც პროვინცია კონფლიქტის დროს დატოვეს. ბელგრადი ეცდება მათ სახლებში კანონიერ დაბრუნებას მიაღწიოს.
კოსოვო სერბიას 1999 წელს გამოეყო - მას შემდეგ, რაც კოსოვოს დომინანტური ეთნიკური ჯგუფის, ალბანელების, ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად ნატოს საჰაერო დაბომბვის კამპანია ჩატარდა. დამოუკიდებლობა კი კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა ოფიციალურად.