’მერხის რევოლუცია’ სახელწოდებაა სტატიისა, რომელშიც მოცემულია საქართველოში საგანმანათლებლო რეფორმის ანალიზის მცდელობა. სტატიას ჟურნალი „ვლასტი“ აქვეყნებს. რა გამოიწვია ზედმეტმა დეცენტრალიზაციამ, რა მიმართულებით წავიდა თავდაპირველად საქართველოში განათლების სისტემა რევოლუციის შემდეგ? სტატიის ავტორი გიორგი დვალი წერს, რომ ორ-სამ წელიწადში რეფორმის დაწყებიდან ყველაფერი პრაქტიკულად სახელმწიფოს პირდაპირი კონტროლის სფეროდან გასული იყო - სკოლები თვითონ ირჩევდნენ მასწავლებლებს, წიგნებს, დირექტორებს, პროგრამებს, თავად ეძებდნენ დაფინანსების წყაროებს… მაგრამ, როგორც ავტორი წერს, ამ მეთოდმა არ იმუშავა. ავტორის თქმით, ყველაფერი გაკეთდა სასკოლო სისტემაში არსებული მენტალიტეტის გაუთვალისწინებლად. „შეუზღუდავმა თავისუფლებამ გამოიწვია სრული ქაოსი“. ავტორის თქმით, ვერ მოგვარდა კრიმინალური მდგომარეობა, ვერ ხდებოდა შეთანხმება ძირეულ საკითხებზე, თუნდაც წიგნების შერჩევაზე, პროგრამების შემუშავებაზე… ავტორი ამის შემდეგ სისტემაში სახელმწიფოს ხელის გამოჩენას ხედავს.
დეცენტრალიზებული სისტემა დანიშნული დირექტორების, დადგენილი დაფინანსებისა და ყოფაქცევის მაკონტროლებელი მანდატურების ხელში აღმოჩნდაო, ვკითხულობთ სტატიაში. ამ ისტორიული ექსკურსის გაკეთების შემდეგ ავტორი ასკვნის, რომ, კონტროლის დამყარების მიუხედავად, მსგავსი კურსი საქართველოს სასკოლო სისტემას საბჭოთა საგანმანათლებლო ინსტიტუციას ამსგავსებს. ავტორის აზრით, თუ ეს მეთოდი პოლიციურ სისტემაში, როგორც ის ამბობს, ბრწყინვალე შედეგებს იძლევა, სკოლის შემთხვევაში საქმე ცოტა რთულად არის: „საბჭოთა სკოლაშიც იყო წესრიგი და ისიც იყო ცენტრალიზებული და სად მიგვიყვანა ამან? რამდენი ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავდა საბჭოთა კავშირს და რამდენი ამერიკის შეერთებულ შტატებს?“- კითხულობს ავტორი.
„ვედომოსტის“ ინფორმაციით, საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება რუსეთის „ვეტეო“-ში გაწევრიანებას, თუ რუსეთი, თავის მხრივ, საქართველოს უფლებას მისცემს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბაჟო სისტემა აკონტროლოს. გაზეთი პარლამენტარ აკაკი მინაშვილს ციტირებს: „მთავარი პრინციპი, რომლითაც ეს ორგანიზაცია სარგებლობს, არის გამჭვირვალე ვაჭრობა ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, რომ გვქონდეს უფლება თვალი მივადევნოთ აფხაზეთსა და სახრეთ ოსეთში რა საქონელი გადის და შედის.“
„ტყუილის რეიტინგი“ - სტატია „ნოვაია გაზეტაში“. გაზეთს, მცირე დახასიათების სახით, წარმოდგენილი აქვს რამდენიმე ისტორია, სადაც, გაზეთის თქმით, საჯარო ტყუილებია მოყვანილი. მკითხველს ამის შემდეგ შეუძლია კენჭი უყაროს რომელია თებერვლის თვის ტყუილი… ყველა ისტორიას არ ჩამოვთვლი. უბრალოდ, ერთ-ერთს დავასახელებ. ეს ისტორია შეეხება პრეზიდენტ მედვედევის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ვლადიმირ კოჟინის ტყუილს, თითქოსდა მან არაფერი იცოდა პრემიერ პუტინის ერთმილიარდიანი საზაფხულო სასახლის შესახებ. „ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ კოჟინმა არა მარტო იცოდა, არამედ მშენებლობასთან დაკავშირებულ გარკვეულ საბუთებზეც კი მოაწერაო ხელი. კოჟინის გარდა, თვის ტყუილის ნომინანტები არიან კამჩატკის გუბერნატორი, „გოსდუმის“ თუ პროკურატურის წარმომადგენლები. სულ ხუთი ისტორია და ხუთი ნომინანტი. გადავინაცვლოთ თავად რეიტინგებში. ლიდერობს კოჟინი, ანუ პრემიერ პუტინის სასახლის საქმეში გარეული ჩინოვნიკი, რომელსაც მკითხველთა ხმების 46, 7 პროცენტი ერგო, თუმცა კენჭისყრა ჯერჯერობით გრძელდება.