ბრიუსელში სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ეს არის პირველი მოლაპარაკებები 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. შუამავლის როლს ევროკავშირი შეასრულებს და მოლაპარაკებები პრაქტიკულ საკითხებს მიეძღვნება. პრიშტინა იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად ბელგრადი აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რასაც სერბეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.