ლიბიაში დაპირისპირების ზრდასთან ერთად, იზრდება საფრთხე, რომ ქვეყანა ხანგრძლივ სამოქალაქო ომში ჩაეფლოს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამაფრთხილებელი მინიშნება გააკეთა ლიბიაში სამხედრო შეჭრის შესაძლებლობის შესახებ. გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კი გამოძიება დაიწყო მუამარ კადაფისა და მისი გარემოცვის თაობაზე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აცხადებს, რომ 3 მარტს დაიწყო გამოძიება, რომელიც დაადგენს ჩაიდინეს თუ არა კადაფის მთავრობის წევრებმა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ლუის მორენო-ოკამპომ განაცხადა, რომ ლაპარაკია ლიბიის რეჟიმის 15 მაღალი რანგის წევრზე, კადაფიზე და მის გარემოცვაზე, რომლებზეც შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას:
„ჩვენ დავადგინეთ რამდენიმე ოფიციალური და ასევე დე ფაქტო მმართველის ვინაობა, ვისაც აქვს გავლენა უსაფრთხოების ძალებზე, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. ესენი არიან მუამარ ალ-კადაფი, მისი გარემოცვა, მათ შორის მისი შვილები, რომლებსაც დე ფაქტო ძალაუფლება აქვთ.“
15 თებერვლის შემდეგ ლიბიაში დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების სასტიკი ძალით ჩახშობას ასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და დემონსტრანტის დახოცვა მოჰყვა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ვიდრე გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, ვაშინგტონმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა გამოძიებას დახმარება გაუწიოს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ:
„რაც შეეხება გაეროს ნაბიჯებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ განიხილოს ის, რაც ლიბიაში ხდება, ჩვენ ყველა რესურსის გამოყენებით გულდასმით ვადევნებთ თვალყურს ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ ადამიანის უფლებების შელახვისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკის ორგანიზატორებმა პასუხი აგონ თავიანთ დანაშაულის გამო.“
თუმცა ვაშინგტონი, როგორც ჩანს, არ უჭერს მხარს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოწოდებას, ლიბია ფრენისათვის აკრძალულ ზონად გამოცხადდეს, რაც შესაძლებლობას მოუსპობდა მუამარ კადაფის სამხედრო ავიაციას იერიში მიეტანა საკუთარ მოქალაქეებზე. ბოლო დღეებში მუამარ კადაფის მომხრე სამხედრო ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბრეგას ხელში ჩასაგდებად ფართომასშტაბიანი კონტრიერიში განახორციელეს, რომლის დროსაც სამხედრო ავიაციაც იქნა გამოყენებული.
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ ფრენის აკრძალვის სანქციის განხორციელება საკმაოდ რთული სამხედრო ოპერაციაა, რასაც უფრო ძლიერი საავიაციო შესაძლებლობა სჭირდება, ვიდრე ეს ამერიკის ერთ ავიამზიდს აქვს:
„მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ფრენის აკძალვის ზონად გამოცხადება დაიწყება ლიბიაზე შეტევით მისი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის გასანადგურებლად. ეს არის გზა, რომლითაც თქვენ უნდა უზრუნველყოთ ფრენის აკრძალვა. შემდეგ კი შეგიძლიათ განახორციელოთ საავიაციო ფრენა ქვეყნის გარშემო და აღარ გეშინოდეთ, რომ თქვენს ხალხს ჩამოყრიან.“
ანტისამთავრობო ძალები აცხადებენ, რომ მათ შეძლეს მოეხერხებინათ კადაფის არმიაზე შეტევა და განაგრძობენ მსვლელობას დედაქალაქ ტრიპოლისაკენ, თუკი კადაფი პოსტის დატოვებაზე უარს არ იტყვის. თუმცა სამხედრო სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გადამწყვეტი გამარჯვების მოსაპოვებლად არც ანტისამთავრობო ძალებს გააჩნიათ საკმარისი სამხედრო ძალა და არც კადაფის არმიას, რაც ქვეყანას ხანგრძლივი სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომით ემუქრება.
ოთხშაბათს ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიით წარმოთქმულ ვრცელ სიტყვაში მუამარ კადაფიმ განაცხადა, აჯანყებაში მონაწილე ანტისამთავრობო ოპოზიცია ალ ყაიდას ტერორისტული ჯგუფების მიერ არისო წაქეზებული. ლიბიის ლიდერის თქმით, ამბოხება არის ასევე იმ შეთქმულების ნაწილი, რომლის უკან მდგარი დასავლეთის სახელმწიფოები ლიბიის დაპყრობასა და მისი ნავთობის ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
კადაფის თქმით, თუკი შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალები კონფლიქტში ჩაერთვებიან, „ათასობით ლიბიელი დაიღუპება“ და „ახალი ვიეტნამი დაიწყება“.