ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ჯარებმა ისევ განახორციელეს საჰაერო იერიშები მეამბოხეების პოზიციებზე. თვითმხილველების ცნობით, დარტყმები მიმართული იყო ქალაქ ბრეგის აეროპორტის და ახლოს მდებარე ქალაქ აჯდაბიაში მეამბოხეების პოზიციების წინააღმდეგ. რეიდები განხორციელდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მეამბოხეების ძალებმა მოიგერიეს კადაფის მომხრეების რამდენიმე იერიში ბრეგის ნავთობტერმინალზე კონტროლის აღსადგენად. ძალადობის შედეგად მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი ლიბია-ტუნისის საზღვარზე, სადაც ათიათასობით ადამიანია თავმოყრილი.