ავღანეთში პროტესტს გამოთქვამენ ნატოს იერიშისას ბავშვების დაღუპვის გამო

ავღანეთში ასობით ადამიანმა გამოთქვა პროტესტი ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად ბავშვების დაღუპვის გამო. პოლიციის ცნობით, კუნარის პროვინციაში ჩატარებული საპროტესტო აქცია მშვიდობიანი იყო. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, შვიდიდან ცხრა წლამდე ასაკის ბავშვები მთაში ფიჩხს აგროვებდნენ, როცა ნატოს საჰაერო იერიში განხორციელდა, რადგან ბავშვები მეამბოხეებად მიიჩნიეს. დაიღუპა ცხრა ბავშვი. ნატოს განცხადებით, ის გამოიძიებს ბრალდებებს.