გრიგოლ ვაშაძე ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ქაიროში ვიზიტი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაასრულა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. გრიგოლ ვაშაძემ თანმხლებ ჟურნალისტებს გააცნო ოფიციალური ქაიროს პოზიცია იმის შესახებ, რომ ცვლილებები ეგვიპტის ხელისუფლებაში საქართველოსთან თანამშრომლობის მხრივ არაფერს შეცვლის. ვაშაძის შეფასებით, საინტერესოა ის გარემოება, რომ ეგვიპტის მთავრობის მიერ განსაზღვრული რეფორმები ფაქტიურად, სრულად ემთხვევა იმ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ.