გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაში, როგორც ელიან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი მიიღებს მონაწილეობას. ამერიკა შეეცდება ლიბიის ამ ორგანოს წევრობა შეუწყვიტოს. მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მუამარ კადაფის რეჟიმი უხეშად არღვევს ლიბიის მოქალაქეების უფლებებს.