ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება სახელდება ერთ-ერთ მთავარ თემად, რომელზეც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი 24 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ილაპარაკებს. რუსეთი იმედოვნებს, რომ ვმო-ში გაწევრიანების 17-წლიანი სურვილი მას მალე აუსრულდება, თუმცა იქვე სახელდება საქართველოს წინააღმდეგობის ფაქტორიც. ეწინააღმდეგება თუ არა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას თბილისი და რისი გაკეთება მოუწევს მოსკოვს?
”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესი რამდენიმე თვეში, უკიდურეს შემთხვევაში კი - 2011 წლის ბოლოსთვის დასრულდება”, - ასეთია მოსკოვის ოპტიმისტური პროგნოზი, რომელსაც, როგორც რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ვლადიმირ ჩიჟოვმა სამშაბათს უთხრა ჟურნალისტებს, ბრიუსელში ჩასული პრემიერ-მინისტრი პუტინი ევროკავშირის ლიდერებსაც გაუზიარებს.
მოსკოვი ასეთი მონდომებული ჯერ არასოდეს ყოფილა - ანალიტიკოსები არ დაობენ, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ბოლო დროს განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა რუსეთისთვის - გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციის, ექსპორტის ხელშეწყობისა თუ უცხოელი ინვესტორების მოზიდვის კუთხით.
მოსკოვი ბრიუსელში მეტი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მიწურულს რუსეთმა და ევროკავშირმა ხელი უკვე მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პირობებთან დაკავშირებით და ევროკავშირი, ისევე როგორც შეერთებული შტატები, ხმამაღლა უჭერს მხარს რუსეთის სწრაფვას, ბოლომდე მიიყვანოს ჯერ კიდევ 17 წლის წინ დაწყებული საქმე.
საჯაროდ გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, როგორც 23 თებერვლის ამერიკული ”უოლ სტრიტ ჯორნალი” იუწება, ბიზნესმენები და ვაჭრობის სფეროს ოფიციალური პირები ევროკავშირში, შეერთებულ შტატებსა და თვით ვმო-ში ამბობენ, რომ ”რუსეთის გაწევრიანების საკითხი გადაწყვეტისგან შორს არის.”
წმინდა ეკონომიკური ფაქტორების გარდა, გაზეთში სახელდება ხელშემშლელი პოლიტიკური ფაქტორებიც და ამ მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზე საქართველოს ვხვდებით. ამერიკული გამოცემა არ გამორიცხავს, რომ საქართველომ, როგორც ორგანიზაციის წევრმა, შესაძლოა ვეტო დაადოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად 153-ვე წევრი ქვეყნის ხმა ესაჭიროება, რუსეთი ბოლო პერიოდში სრულ იგნორირებას უკეთებდა საქართველოს ფაქტორს და მას აღარც კი ახსენებდა. თუმცა, როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, 22 თებერვალს საქართველო მაინც ახსენა მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილემ იური უშაკოვმა. მან თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესს ამ ეტაპზე სწორედ ”საქართველოს საკითხი” ართულებს. რუსეთის მედია კი, თავის მხრივ, შენიშნავს, რომ საქართველო ეწინააღმდეგება რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
თუმცა წინააღმდეგობის ფაქტს ისევ არ ადასტურებენ თბილისში. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, თბილისი, პირიქით, მოხარულიც კი იქნება რუსეთის ხილვით ვმო-ში, რადგანაც ამ ორგანიზაციაში მოხვედრილი ქვეყანა უფრო ცივილიზებული გახდება; მაგრამ იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოს, რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოს ერთადერთი უცვლელი პირობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ობიექტებს - ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტებს უკავშირდება. ნიკოლოზ მჭედლიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოთხოვნა აბსოლუტურად შეესაბამება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს:
”პირობა, რომელსაც საქართველო აყენებს, ეს არის საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზება მდინარე ფსოუზე და ასევე როკის გვირაბთან. ვაჭრობა ამ პუნქტებში უნდა იყოს აბსოლუტურად ლეგალიზებული და გამჭვირვალე და საქართველო უნდა აკონტროლებდეს ამ საბაჟო-გამშვებ პუნქტებს... ”
რა ნაბიჯები უნდა გადადგას შექმნილ სიტუაციაში მოსკოვმა?
რუსეთის მედია 23 თებერვალს აქტიურად იხსენებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მიერ გასული წლის მიწურულს გაკეთებულ კომენტარს, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთის მომართვას ელოდებოდა. ეს კომენტარი ჩვენს არქივში მოვიძიეთ:
”იმისათვის, რომ რუსეთის გაწევრიანების საკითხი დადგეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რუსეთმა უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა მოგვმართოს თხოვნით ამგვარი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. როგორც კი ჩვენ ამ თხონას მივიღებთ, შევაჯერებთ ჩვენს პოზიციებს... დამიჯერეთ, რუსეთის გაწევრიანება არ მოხდება არც საქართველოს ინტერესების დაზიანებით და არც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებისა და პროცედურების დარღვევით...”
რა მოხდა მას შემდეგ? ხომ არ მოუმართავს რუსეთს საქართველოსთვის მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით? ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. თუმცა, როგორც ის ამბობს, რუსეთს აუცილებლად მოუწევს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება, რადგანაც საქართველოს გვერდის ავლით ის ვერ გაწევრიანდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში.
რუსეთის გაწევრიანება არ მოხდება არც საქართველოს ინტერესების დაზიანებით და არც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებისა და პროცედურების დარღვევით...
”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესი რამდენიმე თვეში, უკიდურეს შემთხვევაში კი - 2011 წლის ბოლოსთვის დასრულდება”, - ასეთია მოსკოვის ოპტიმისტური პროგნოზი, რომელსაც, როგორც რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ვლადიმირ ჩიჟოვმა სამშაბათს უთხრა ჟურნალისტებს, ბრიუსელში ჩასული პრემიერ-მინისტრი პუტინი ევროკავშირის ლიდერებსაც გაუზიარებს.
მოსკოვი ასეთი მონდომებული ჯერ არასოდეს ყოფილა - ანალიტიკოსები არ დაობენ, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ბოლო დროს განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა რუსეთისთვის - გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციის, ექსპორტის ხელშეწყობისა თუ უცხოელი ინვესტორების მოზიდვის კუთხით.
მოსკოვი ბრიუსელში მეტი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მიწურულს რუსეთმა და ევროკავშირმა ხელი უკვე მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პირობებთან დაკავშირებით და ევროკავშირი, ისევე როგორც შეერთებული შტატები, ხმამაღლა უჭერს მხარს რუსეთის სწრაფვას, ბოლომდე მიიყვანოს ჯერ კიდევ 17 წლის წინ დაწყებული საქმე.
პირობა, რომელსაც საქართველო აყენებს, ეს არის საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზება მდინარე ფსოუზე და ასევე როკის გვირაბთან...
საჯაროდ გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, როგორც 23 თებერვლის ამერიკული ”უოლ სტრიტ ჯორნალი” იუწება, ბიზნესმენები და ვაჭრობის სფეროს ოფიციალური პირები ევროკავშირში, შეერთებულ შტატებსა და თვით ვმო-ში ამბობენ, რომ ”რუსეთის გაწევრიანების საკითხი გადაწყვეტისგან შორს არის.”
წმინდა ეკონომიკური ფაქტორების გარდა, გაზეთში სახელდება ხელშემშლელი პოლიტიკური ფაქტორებიც და ამ მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზე საქართველოს ვხვდებით. ამერიკული გამოცემა არ გამორიცხავს, რომ საქართველომ, როგორც ორგანიზაციის წევრმა, შესაძლოა ვეტო დაადოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად 153-ვე წევრი ქვეყნის ხმა ესაჭიროება, რუსეთი ბოლო პერიოდში სრულ იგნორირებას უკეთებდა საქართველოს ფაქტორს და მას აღარც კი ახსენებდა. თუმცა, როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, 22 თებერვალს საქართველო მაინც ახსენა მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილემ იური უშაკოვმა. მან თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესს ამ ეტაპზე სწორედ ”საქართველოს საკითხი” ართულებს. რუსეთის მედია კი, თავის მხრივ, შენიშნავს, რომ საქართველო ეწინააღმდეგება რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
იმისათვის, რომ რუსეთის გაწევრიანების საკითხი დადგეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რუსეთმა უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა მოგვმართოს თხოვნით ამგვარი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე...