გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბიას ძალადობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოსთხოვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ლიბიის ხელისუფლების ქმედებები დაგმო და მოუწოდა დაუყოვნებლი შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ. უშიშროების საბჭოს შეხვედრა ლიბიელმა დიპლომატებმა სთხოვეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ემიჯნებიან კადაფის რეჟიმს.