დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ირანის ორი საბრძოლო ხომალდი სამშაბათს გაივლის სუეცის არხში, რათა ჩავიდეს სირიაში, მანევრებში მონაწილეობის მისაღებად. ეს ირანის გემებისპირველი გავლა იქნება სუეცის არხში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. ცნობა არხის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციას ეფუძნება. ისრაელმა ქმედებას უწოდა „პროვოკაცია“ და განაცხადა, რომ თეირანი სარგებლობს ახლო აღმოსავლეთში არეულობით. ირანის თანახმად, ეს ჩვეულებრივი ვიზიტია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. გემებმა უნდა გაიარონ ისრაელი, რათა სირიაში ჩავიდნენ.