ავღანეთში აფეთქების შედეგად ათობით მოკვდა და დაიჭრა

სულ ცოტა 50 ადამიანი მოკვდა ან დაშავდა აფეთქების შედეგად, რომელიც ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ყუნდუზის პროვინციაში მოხდა. მხარის გუბერნატორის თქმით, დაღუპულთა რაოდენობა დგინდება. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა ხალხის რიგში, რომლებიც პირადობის მოწმობებს იღებდნენ. ყუნდუზის პროვინცია მანამდე შედარებით მშვიდობიან რეგიონად ითვლებოდა, თუმცა, ბოლო დროს, ტერორისტული აქტებისა და თავდასხმების რაოდენობა აქ მკვეთრად გაიზარდა.