ბაჰრეინში დემონსტრანტები დაბრუნდნენ მთავარ მოედანზე

ბაჰრეინში რამდენიმე ათასი დემონსტრანტი კვლავ დაბრუნდა დედაქალაქ მანამის ცენტრალურ მოედანზე. ჯარმა, რომელიც ტერიტორიას იცავდა, მოედანი შაბათს დატოვა. მანამდე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რათა ხელი შეეშალა ოპოზიციის მომხრეთა მოედანზე დაბრუნებისათვის. ქვეყნის შიიტურმა ოპოზიციამ უარი განაცხადა მონაწილოება მიიღოს დიალოგში, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას ისახავს მიზნად. სხვადასხვა მონაცემით არეულობებს ბაჰრეინში ოთხიდან ექვსი ადამიანი შეეწირა, ასობით - კი დაზიანდა.