კვირის დასაწყისს ისევ გადმოჰყვა პრეზიდენტის საპარლამენტო სიტყვის მუხტი. გაზეთები ჯერ კიდევ ცდილობენ გაარკვიონ რას ნიშნავს პრეზიდენტის მიერ ნახსენები 2015 წელი და ნიშნავს თუ არა ეს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ძალაუფლებაში დარჩენას მისი ვადის ამოწურვის შემდეგაც აპირებს. გაზეთები ყურადღებას ამახვილებენ ასევე მძიმე სოციალურ ფონზე, რომელიც, პრესაში გაბნეული მოსაზრებების თანახმად, 2012-13 წლებში კიდევ უფრო გამძაფრდება. რაც შეეხება 2015 წლის თემას, ზოგიერთის აზრით, პრეზიდენტი ამ თარიღის წინა პლანზე წამოწევით ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ მძიმე სოციალური ფონის გამო, რომელიც 2012-13 წლებისათვის ქვეყანაში შეიქმნება.
ისევ პრეზიდენტი პარლამენტში, ოღონდ უკვე 16 თებერვალს. გაზეთები კიდევ უფრო შორს მიდიან და ასკვნიან, რომ შესაძლოა დებატები პარლამენტში წინასწარ დადგმული სცენარის ნაწილი ყოფილიყო. ”რა თქმა უნდა, ყველა გამომსვლელს ჰქონდა იმპროვიზაციის საშუალება, მაგრამ, მთლიანობაში, იყო კარგად დაწერილი სცენარით დადგმული შოუ, არცთუ კარგი რეჟისურით, რადგან აშკარად ჩანდა ხელოვნურობის ელემენტები”, - ამბობს „საქართველოს რესპუბლიკასთან“ ინტერვიუში ექსპერტი ლადო პაპავა.
”საქართველოს რესპუბლიკაშივე” ერთ-ერთი ავტორი წერს: ”რატომ, როგორ აღმოაჩნდა გოკას ჯიბეში სწორედ იმ შინაარსის ფურცლები, რაც პასუხისთვის იყო საჭირო? რატომ და იმიტომ, რომ ”ბრალმდებელი” თარგამაძე რას იტყოდა, წინასწარ იცოდა ”მოპასუხე” გაბაშვილმა...”
ჩვიდმეტი თებერვლისთვის გაზეთები უკვე საზოგადოებაში ეძებენ პასუხს შეკითხვაზე, "რას აპირებს პრეზიდენტი სააკაშვილი 2015 წლისთვის". მაგალითად, „რეზონანსი“ აქვეყნებს სტატიას, სათაურით - ”სხვადასხვა გამოკითხვით, მოქალაქეთა 76-87% სააკაშვილის პრემიერობის წინააღმდეგია”. ეს ციფრები ინტერნეტსივრცეში ჩატარებულ გამოკითხვებზე დაყრდნობით გამოუტანიათ. „რეზონანსი“ ამ კვლევების მეთოდოლოგიაზე წერს და ამბობს, შესაძლოა ის არასრულყოფილი იყოს, მაგრამ, სულ მცირე, მოსახლეობის ერთი მესამედის განწყობას მაინც უნდა ასახავდესო.
პარლამენტში პრეზიდენტის დასმულ შეკითხვაზე: "მითხარი, აბა, ვინაა აქ კორუმპირებულიო?", - დღევანდელი „საქართველოს რესპუბლიკა“ ცდილობს პასუხის გაცემას სტატიაში -”აკი პატიოსნების ეტალონები ვართო?” გაზეთის წინა გვერდზე დაბეჭდილი გალავნიანი კერძო სახლების სურათების ქვეშ მინაწერებია: დავით კეზერაშვილის სახლი, პეტრე ცისკარიშვილის სახლი, ცეზარ ჩოჩელის სახლი. სახლების სურათები ორგანიზაცია "არას" გამოუტანია ფოტოგამოფენაზე კინოს სახლის საგამოფენო დარბაზში. როგორც გაზეთი წერს: ”'არას’ აქტივისტ ლევან ჩიტაძის განცხადებით, ფოტოგადაღებები დიღომში, კოჯორში და თბილისის ცენტრალურ უბნებში 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.” გაზეთის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი ”შუშისგუმბათიან სახლს დიღომში იშენებს.” ასევე გადაუღიათ "არას" აქტივისტებს დავით ბაქრაძის სახლი კოჯორში, კოტე კუბლაშვილის სახლი იყალთოს პირველ შესახვევში. ბოლოს, "არას" აქტივისტები გაზეთის ფურცლებიდან ახალ გამოფენებს ჰპირდებიან მოსახლეობას იმავე თემაზე. უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ამ სტატიის ტექსტი სააგენტო "პირველს" ეკუთვნის, სურათები კი, როგორც უკვე ვთქვით, მოძრაობა "არას".
იმავე „საქართველოს რესპუბლიკაში“ რამაზ საყვარელიძე ცდილობს, გამოიცნოს რას გულისხმობს პრეზიდენტი ობამა და აძლევს თუ არა იგი საქართველოს გაფრთხილებას. იმავე თემას აგრძელებს „რეზონანსი“, სადაც საკითხზე კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს. ისევ გამოცანად რჩება, არის თუ არა პრეზიდენტ ობამასთვის საქართველოს კონფლიქტების მოგვარება პრიორიტეტი. „რეზონანსი“ამერიკელი მეცნიერების კვლევაზე, ამ კვლევის შინაარსზე წერს, თუმცა სტატიაში ძირითად ადგილს მაინც კვლევის შეფასებებს უთმობს: "ეს საინტერესოა, მაგრამ...ხელისუფლებამ აქაურ ექსპერტებს მეტად უნდა მოუსმინოს..." მკვეთრად სახელისუფლებო პოზიციას გამოხატავს, მაგალითად, დავით დარჩიაშვილი, რომელიც ამბობს, საქართველო არ აპირებს ეთნიკური წმენდის დავიწყებასო. ეს მიდგომა იმიტომ გამოვყავი, რომ თავად ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველომ უნდა დაივიწყოს დაჩაგრულის როლი და რუსეთის მისამართით კონფლიქტური რიტორიკისგან თავი შეიკავოს, განავითაროს კავშირები რუსეთთან და ამ გზით სტატუს კვო დაძლიოს. სხვა გზები კი უძრაობისა და ჩიხისკენ მიდის და კონფლიქტების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას ემსახურებაო… ამ იდეების ფონზე სტატიაში წინა პლანზეა წამოწეული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ლეგენდარული დოკუმენტი, რომელიც იმთავითვე მკვრადშობილად მიაჩნდათ ქართველ ექსპერტებს. ისინი დღესაც ამას იმეორებენ და დაახლოებით ამასვე ამბობენ ამერიკელი მეცნიერები. მათი დაკვირვებით, კონფლიქტური ზონები თავს ოკუპირებულად არ მიიჩნევენ და რამდენადაც ამის ხაზგასმა მათთვის დამამცირებელიც კია, ეს ურთიერთობათა აღდგენას არ უნდა ისახავდეს მიზნადო. სტატიას, რომელშიც ეს იდეები ვითარდება, ჰქვია "გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამერიკელი ექსპერტების რჩევებს". ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელი ექსპერტების თანახმად, ობამას ადმინისტრაციას ჯერ არა აქვს მკვეთრად გამოხატული აღნიშნული საკითხისადმი მიდგომა.
ჩინოვნიკთა სასახლეების თემამ "ახალ თაობაშიც" შეაღწია. გაზეთს გამოტანილი აქვს წინა გვერდზე ციტატა: ”ბეჟუაშვილის სასახლის გადაღების დროს დაცვა ფოტოების წაშლას მთხოვდაო.” ვისი სასახლეები გადაიღეთო?- ეკითხება ახალი თაობის ჟურნალისტი მოძრაობა "არას" ხელმძღვანელს, რომელიც ამბობს, ძმები ბეჟუაშვილების, ჩოჩელის, კეზერაშვილის, ბარამიძისო. აქტივისტებს ასევე გადაუღიათ დავით ბაქრაძის ”სასახლე რომელიც მის სიმამრზეა დარეგისტრირებული. ასევე გადავიღეთ სასახლე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავის მეუღლეს, სანდრას, უშენებს.”
როგორც სტატიიდან ირკვევა, "არას" ვერ მოუხერხებია ინფორმაციის საჯარო რეესტრიდან მიღება და ამიტომ ყველაფერი პირადი ძალისხმევით მოუპოვებია. მაგალითად, "არას" ხელმძღვანელს ვანო მერაბიშვილის შემთხვევა მოჰყავს: ”მისმა მეზობლებმა დაგვიდასტურეს, რომ ვანო მერაბიშვილი ხშირად მიდიოდა და ამ სახლის მშენებლობის მიმდინარეობას ათვალიერებდა.”
გადავინაცვლოთ „24 საათზე“. ალბათ, საინტერესოა იმ თემის ფონზე, რომელიც დასაწყისში განვიხილეთ და რომელიც ტერიტორიული მოწყობის იდეას და ამ იდეიდან გამომდინარე მტრულ განწყობებს ეხებოდა, „24 საათში“ ჩამოთვლილი ეროვნული პრიორიტეტების განხილვა. უფრო კონკრეტულად, პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის ბათუ ქუთელიას მიერ წარდგენილ "ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტზე" წერს „24 საათი“. როგორც ირკვევა, ამ პროექტის მთავარი პარამეტრი "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა." "დემოკრატია და კანონის უზენაესობა", ამ პროექტის მიხედვით, მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს "ეროვნული პრიორიტეტების ნუსხაში."