პარლამენტის კომიტეტებმა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა დაიწყეს. საგარეო ურთიერთობათა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას 18 თებერვალს საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობა ექსპერტებმაც მიიღეს.
40 გვერდიანი კონცეფციის პროექტი დამსწრე საზოგადოებას - უფრო კონკრეტულად კი, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების, საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ დაახლოებით 5 წუთში გააცნო, მომდევნო ორი საათი კი საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წინადადებებსა და შენიშვნებს დაეთმო.
კონცეფციის 40 გვერდზე გაწერილ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს შორის, რომლებიც, პროექტის ავტორთა აზრით, ამ ეტაპზე საქართველოს წინაშე დგას, უპირველესია: რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიების რისკი, კავკასიაში არსებული კონფლიქტების გადმოდინება, საერთაშორისო ტერორიზმი, ეკონომიკური და სოციალური, დემოგრაფიული გამოწვევები.
საქართველოს პარლამენტის რესპუბლიკის პირველ დარბაზში შეკრებილი პოლიტიკური ოპონენტები თუ ექსპერტები თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ დოკუმენტი საინტერესო და მნიშვნელოვანია, მასში რიგი შენიშვნებისა და წინადადებების შეტანასაც ცდილობენ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ აგრესიასა და საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ კონცეფციაში რუსეთის მხრიდან მხოლოდ სამხედრო აგრესიის საფრთხეზე არ უნდა იყოს საუბარი: ”საფრთხე გვემუქრება ეკონომიკური აგრესიის სახით, რადგან გადის ჩვენი ბუნებრივი რესურსები, ხდება ჩვენი ტერიტორიების დასაკუთრება და ხდება დემოგრაფიული ბალანსის შეცვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საიდანაც ხდება ეთნიკურად ქართული მოსახლეობის გამოდევნა და მიმდინარეობს რუსეთის მოქალაქეების ჩასახლება, მიმდინარეობს სამხედრო დასახლებების მშენებლობა”, - ამბობს გურამ ჩახვაძე.
ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ეროვნული უშიშროების საბჭოს წინადადებების მთელი პაკეტი შესთავაზა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, აცხადებს მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე: ”მიგვაჩნია, რომ სადაც საუბარია ჩვენი ეროვნული იდენტურობის აუცილებლობის შენარჩუნებაზე, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის გამოკვეთა და ხაზგასმა მნიშვნელოვანია. ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიგვაჩნია საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ქართული ენის არცოდნის აღმოფხვრა. მგონია, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან საზოგადოების ნაკლებად ინტეგრირებულობა ზრდის უსაფრთხოების რისკებს”, - აცხადებს გიორგი თარგამაძე.
საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ დოკუმენტში უფრო დეტალურად უნდა იყოს აღწერილი საგარეო კავშირების გაღრმავების საკითხი: ”კონცეფციაში არ არის ნახსენები ჩვენი ურთიერთობები დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან, ანუ პრაქტიკულად გამორჩენილია საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობა და მათი განვითარების პერსპექტივები ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი”, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
ჩვენ არ გავურბივართ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვაში მონაწილეობას, თუმცა რამდენიმე საათში გადაკითხულ დოკუმენტზე საუბარი არასერიოზულად მიგვაჩნია, აცხადებს ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი, პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში. ”თუ გინდა, რომ ოპოზიცია, საზოგადოება ჩაერთოს განხილვაში, დოკუმენტებს ასე არ უნდა აგზავნიდეს. ჩვენ ”თავისუფალი დემოკრატების” გამგეობაზე განვიხილავთ აღნიშნულ დოკუმენტს და ჩვენს მოსაზრებებს გავუგზავნით უშიშროების საბჭოს საპარლამენტო სტრუქტურებს”, - ამბობს გია ცაგარეიშვილი.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია დეტალურად შეისწავლეს რესპუბლიკელებმა, მაგრამ საკომიტეტო განხილვაზე დასწრება მათ გარკვეული მიზეზის გამო არც კი უფიქრიათ:
”ასე არ ხდება, რომ ხელისუფლება გამოაქვეყნებს დოკუმენტს და მერე მიიწვევს ოპოზიციას საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაზე. ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი დგება უშიშროების საბჭოში და იქ უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, თუკი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ამის ინტერესი აქვს. მე კონცეფცია თავიდან ბოლომდე წავიკითხე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გარდა იმისა, რომ არის მდარე დოკუმენტი და პირველკურსელის რეფერატის დონეს ძლივს აღწევს, არის სახელისუფლებო პროპაგანდისტული პროკლამაცია და არა სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფცია”, - ამბობს დავით ბერძენიშვილი და შენიშნავს, რომ აღნიშნულ დოკუმენტში არ არის ნახსენები ქართულ- აფხაზური, ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის აუცილებლობა, არაფერი წერია კორუფციის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, ვითომ დავამარცხეთ.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შეიკრიბება პარლამენტის ნდობის ჯგუფი, რომელიც გრიფით „საიდუმლო“ საფრთხეების შეფასების დოკუმენტს ამუშავებს, სადაც ასახული იქნება საკომიტეტო განხილვაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები. ამის შესახებ განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდჯომარემ გივი თარგამაძემ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვის შემდეგ გააკეთა.