რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”კავკასიის ქალთა ქსლის” ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი. მან ილაპარაკა ღია წერილის შესახებ, რომლითაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს მიმართა. ნინო ციხისთავმა თქვა, რომ გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დევნილთა გამოსახლების თაობაზე შელახა და ეჭვქვეშ დააყენა ამ ორგანიზაციის რეპუტაცია.