უამინდობის გამო რეგიონებში კვლავ რთული ვითარებაა

დიდთოვლობის გამო საქართველოს რამდენიმე რეგიონში კვლავ რთული ვითარებაა. თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა გურიის ზოგიერთ რაიონში, სადაც რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოსწყდა. ელექტროგადამცემი სისტემის დაზიანების გამო, გურიაში ენერგომომარაგება შეუწყდა 10 ათასამდე ადამიანს. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა აჭარის მაღალმთიან რაიონებში, სადაც თოვლის საფარმა ოთხ მეტრს მიაღწია. სიტუაციას ართულებს მეწყერიც, რომელმაც ამჯერად, ქედის რაიონის ცენტრალური საავტომობილო გზა დააზიანა.