პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი“ მოლაპარაკება პაკისტანს, ავღანეთს და აშშ-ს შორის, მიუხედავად გადადებისა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის დაპატიმრებისა პაკისტანში, რამაც გაართულა ორი ქვეყნის ურთიერთობა, გაგრძელდება. აბდულ ბასიტის თქმით, 23-24 თებერვლისთვის დაგეგმილი შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება. მან უარი თქვა ამერიკელი რაიმონდ დევისის საქმის კომენტირებაზე. დევისი დააპატიმრეს იქ ორი პაკისტანელის მოკვლისთვის. მან თქვა, რომ თავს იცავდა, თუმცა სასამართლომ არ მიიღო მისი ჩვენება. ამ დროს ასეულობთი პაკისტანელმა გამართა დემონსტრაცია დევისთვის სასიკვდილო განაჩენის მოთხოვნით.