ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, არმია ცდილობს დემონსტრანტებს დაატოვებინოს ცენტრალური, ტაჰრირის მოედანი, სადაც ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა დემონსტრაციები. ქალაქში ნაწილობრივ აღდგა ტრანსპორტის მუშაობა. ჯარისკაცები შლიან დემონსტრანტების კარვების ბანაკს და მოუწოდებენ იქ მყოფთ, დაიშალონ. ბევრი დემონსტრანტი კვლავ რჩება მოედანზე. დღეისთვის დანიშნულია სამხედრო საბჭოს პირველი სხდომა მუბარაქის გადადგომის შემდეგ. საბჭომ უნდა იმსჯელოს ხელისუფლების ორგანოების რეფორმირების პირველ ნაბიჯებზე.