ყანდაარში პოლიციას თალიბების რაზმი დაესხა თავს

ავღანეთის სამხრეთში, ყანდაართან, თალიბანმა თავდასხმა მოაწყო ადგილობრივი პოლიციის შტაბბინაზე. დაიღუპა 16 ადამიანი. ცნობით, თალიბანის რაზმი შეიარაღებული იყო ავტომატური იარაღით და ყუმბარმტყორცნებით. ბრძოლაში ნატოს და ავღანელი სამხედროები ჩაერთვნენ. ყანდაარი თალიბანის საყრდენი არეალია ავღანეთში.