რევოლუცია ეგვიპტეში - ჰოსნი მუბურაქი გადადგა

კაიროს თაჰრირის მოედანზე მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეები ჰოსნი მუბარაქის გადადგომას ზეიმობენ.

ვიცე-პრეზიდენტი ომარ სულეიმანი თანამემამულეებს მუბარაქის გადადგომის ამბავს აუწყებს.

ეგვიპტის დროშაზე გაკეთებული წარწერა - 25 იანვარი - მოედანზე შეკრებილთ ანტისამთავრობო აქციების დაწყების თარიღს შეახსენებს

ეს ჯარისკაცი ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის შენობის დასაცავად გაამწესეს.

11 თებერვალს ანტისამთავრობო აქციების მონაწილეები კაიროში, პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბნენ.

11 თებერვალს დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის შენობას.

ასე ულოცავენ ერთმანეთს ეგვიპტელები ჰოსნი მუბარაქის გადადგომას.

ამ ბანერზე დაბეჭდილია იმ ადამიანთა გვარები და სურათები, რომლებიც ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაიღუპნენ.

თაჰრირის მოედანზე გამართული აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას ზეიმობენ; ავტობუსზე წარწერაა: "ძირს მუბარაქი!"

აქციის მონაწილე ჯარისკაცთან ერთად ცეკვავს და ასე აღნიშნავს მუბარაქის გადადგომას.

ოპოზიციონერი დემონსტრანტი პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილთ ლოცვისკენ მოუწოდებს.

11 თებერვალს მასობრივი ანტისამთავრობო მსვლელობები მოეწყო ზღვისპირა ქალაქ ალექსანდრიაშიც.

კაიროს თაჰრირის მოედანზე ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები მუბარაქის გადადგომას ზეიმობენ.

კაიროს თაჰრირის მოედანი; მუბარაქის გადადგომის ამბავი სულ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.