თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსების მორიგი, 93-ე, წლისთავი აღნიშნა. „უნივერსიტეტი და წითელი ისტორია“ - ასე ჰქვია ფოტოგამოფენას, რომელსაც, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, პირველმა ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოსთან ერთად. საზოგადოებას პირველად მიეცა საშუალება გასცნობოდა გასული საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა ტერორის ამსახველ უნიკალურ ფოტო და დოკუმენტურ მასალას. უნივერსიტეტის იუბილეს მიეძღვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ჟურნალ „საარქივო მოამბის“ ახალი ნომერიც.
თებერვალი მნიშვნელოვანი თვეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში კავკასიის მასშტაბით პირველი ეროვნული უნივერსიტეტი გაიხსნა. მისი დაფუძნების ორგანიზატორი და ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ივანე ჯავახიშვილი იყო, თუმცა ივანე ჯავახიშვილსა და მის თანამოაზრეებს თავისუფალ გარემოში შრომა დიდხანს არ დასცალდათ. ზუსტად სამი წლის თავზე, 1921 წლის თებერვალში, საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაიწყო „წითელი ტერორის“ ხანგრძლივი და სასტიკი პერიოდი, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილის თამარ ბელქანიას თქმით, თვალსაჩინოდაა აღწერილი არქივში შემონახულ დოკუმენტურ მასალებში. ბუნებრივია, „წითელი ტერორის“ მთელი სისასტიკე გამოსცადა უნივერსიტეტმა, სადაც არასაბჭოთა ცნობიერების მეცნიერები და პედაგოგები მოღვაწეობდნენ.
„ყოველი პროფესორის ცხოვრება კონტროლდებოდა. აქ არის ერთ-ერთი დოკუმენტი, გრიფით „საიდუმლო“, რომლიდანაც კარგად ჩანს, რომ რექტორ ბურჭულაძეს ევალება მოხსნას ნუცუბიძე, ყაუხჩიშვილი და ვუკოლ ბერიძე პროფესორის ხარისხიდან. ამასთანავე, მიმართავენ მუსხელიშვილს, რომელიც აკადემიის პრეზიდენტი იყო, ისინი აკადემიიდანაც გაათავისუფლოს.
თამარ ბელქანიას თქმით, უნივერსიტეტს ეძღვნება „საარქივო მოამბის“ ახალი - მე-10 - ნომერი, რომელიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის შალვა ნუცუბიძის შესახებ დაწერილი ვრცელი სტატიით იხსნება. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ შალვა ნუცუბიძე მეორედ, ანუ 1938 წელს, უშუალოდ სტალინის მითითებით დააპატიმრეს.
სტატიაში მოტანილია ამონარიდი შალვა ნუცუბიძის წერილიდან, რომელიც მეცნიერმა ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს 1968 წელს გადასცა და რომელშიც „ვეფხისტყაოსნის“ რუსულად თარგმნის ისტორიაა მოთხრობილი. საპატიმროში მყოფ მეცნიერს აცნობებენ, რომ თარგმანის დასრულების უფლებას და საშუალებას აძლევენ. თანხმობისთანავე საკანში მიუტანენ „ვეფხისტყაოსნის“ ქართულ გამოცემასა და განსაკუთრებულ სადილს, რომელიც „არესტანტების სასადილოდან კი არა, თანამშრომელთა სასადილოდან იყო ამოტანილი“. მოგვიანებით შალვა ნუცუბიძეს გაათავისუფლებენ, თუმცა ციხის დატოვებამდე მეცნიერს საკანში ესტუმრება ლავრენტი ბერიას „მარჯვენა ხელი“ ბოგდან ქობულოვი, რომელიც შემდეგ რჩევა-დარიგებას მისცემს:
„გახსოვდეს, რომ რუსთაველის თარგმნა იყო და არის შენი გადარჩენის პირობა.“
შალვა ნუცუბიძის მსგავსად, რეპრესიების ტალღა ქართველ მეცნიერთა დიდ ნაწილს შეეხო, თუმცა, როგორც უნივერსიტეტის რექტორი სანდრო კვიტაშვილი ამბობს, პრაგმატული მოსაზრებით, ყველა მათგანის განადგურება და უნივერსიტეტიდან განდევნა ვერ მოხერხდა:
„აქ არის ერთ-ერთი დოკუმენტი, პარტკომის სხდომის ოქმი, რომელიც 1934 წლითაა დათარიღებული და რომლიდანაც ჩანს, რომ უნდათ თანამდებობიდან გაათავისუფლონ არნოლდ ჩიქობავა და გიორგი ახვლედიანი, ვინაიდან მათ მოღვაწეობაში არ იგრძნობა სათანადო მარქსისტულ-ლენინური სულისკვეთება, მაგრამ ვერ უშვებენ იმის გამო, რომ არ ჰყავთ მათი შემცვლელი.“
თუმცა უნივერსიტეტი და მისი პროფესურა მაინც რჩებოდა საბჭოთა რეპრესიული მანქანის სამიზნედ, რადგანაც უნივერსიტეტი ყველაზე მძიმე წლებშიც კი ინახავდა ცოდნას ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის შესახებ. მწერალი როსტომ ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ გარემოებათა გამო ებრძოდნენ კომუნისტები უნივერსიტეტს და ცდილობდნენ ღირსეული მეცნიერების „წითელი პროფესორებით“ ჩანაცვლებას, რაც შეძლეს კიდეც, თუმცა - მხოლოდ ნაწილობრივ:
„თუ რაიმე ხდებოდა სასიკეთო ამ უმძიმეს წლებში, ერთ-ერთი საფუძველი იყო უნივერსიტეტი. თუნდაც ის რად ღირს, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შემდეგ ყველაზე გაბედული გამოსვლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ჰქონდათ უნივერსიტეტის ასპირანტებს 1942 წელს. მათი ცნობიერება კი უნივერსიტეტის პროფესორებმა განსაზღვრეს.“
ვინ იყვნენ ეს პროფესორები? რამდენიმე მათგანს იხსენებს აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე, რომლის თქმითაც, სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი საქართველოს ისტორიის შესახებ ლექციების კითხვისას შესაბამის განმარტებებს იძლეოდნენ და სტუდენტებში პატრიოტულ სულისკვეთებას აღვივებდნენ.
მთავრობას ესმოდა ეს და შესაბამის ზომებსაც იღებდა. არქივში დაცულ მასალებს ყურადღებით გაეცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი:
„დიდი ხანია ამ არქივებს ვკითხულობ, მაგრამ ყოველ ჯერზე მაოცებს ის მასალები, რაც იქ არის დაცული. „საარქივო მოამბის“ ბოლო ნომერში მოთხრობილია ძალიან საინტერესო ისტორიები, ანუ ჩვენებები იმ ჯალათებისა, რომლებიც 1937-38 წლებში პატიმრებს აწამებდნენ და მოგვიანებით თავად დააპატიმრეს.“
ჯალათები კი მართლაც საშინელ ამბებს ჰყვებიან. პეტრე ტკაჩევი - საქართველოს უშიშროების კომიტეტის შიდა ციხის უფროსის მორიგე-დამხმარე - დაკითხვის ოქმში, რომელიც „საარქივო მოამბის“ მე-10 ნომერშია დაბეჭდილი, ამბობს:
„დაკითხვები ღამით მიმდინარეობდა. დილით ნაწამებ პატიმრებს კამერებში აბრუნებდნენ. ცემის გარდა, იყენებდნენ დაკავებულების ცხელ კამერებში გამომწყვდევის მეთოდებს, სადაც მილებით შედიოდა ხან ცხელი და ხან ცივი ორთქლი. ცივ ორთქლთან ერთად იყრებოდა თოვლიც. პატიმარი თითო ხელი საცვლებით შეჰყავდათ. ცემისა და აუტანელი პირობების შედეგად, პატიმართა მდგომარეობა სიკვდილამდე იყო მისული. ზოგიერთი თვითმკვლელობით ამთავრებდა სიცოცხლეს.“
საბჭოთა რეპრესიების სისასტიკე და ცინიზმი იმაშიც მდგომარეობდა, რომ ყველა - მათ შორის, ჯალათიც - პოტენციურ მსხვერპლად განიხილებოდა. ნათქვამის დასტურად, უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გამოფენაზე გამოტანილ ერთ-ერთ დოკუმენტს იშველიებს.
„ნიშანდობლივია მალაქია ტოროშელიძის საქმე. ამ კაცს ჯერ უნივერსიტეტის დაშლა დაევალა, შემდეგ რექტორად დანიშნეს, სულ ბოლოს კი დაიჭირეს და დახვრიტეს. აი, ასეთი მძიმე წლები გამოიარა უნივერსიტეტმა, მაგრამ მთავარია, რომ გადარჩა და დღეს ლიდერია საქართველოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების კუთხით“, უთხრა სანდრო კვიტაშვილმა რადიო თავისუფლებას.
აქ არის ერთ-ერთი დოკუმენტი, გრიფით „საიდუმლო“, რომლიდანაც კარგად ჩანს, რომ რექტორ ბურჭულაძეს ევალება მოხსნას ნუცუბიძე ...
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაიწყო „წითელი ტერორის“ ხანგრძლივი და სასტიკი პერიოდი, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილის თამარ ბელქანიას თქმით, თვალსაჩინოდაა აღწერილი არქივში შემონახულ დოკუმენტურ მასალებში. ბუნებრივია, „წითელი ტერორის“ მთელი სისასტიკე გამოსცადა უნივერსიტეტმა, სადაც არასაბჭოთა ცნობიერების მეცნიერები და პედაგოგები მოღვაწეობდნენ.
„ყოველი პროფესორის ცხოვრება კონტროლდებოდა. აქ არის ერთ-ერთი დოკუმენტი, გრიფით „საიდუმლო“, რომლიდანაც კარგად ჩანს, რომ რექტორ ბურჭულაძეს ევალება მოხსნას ნუცუბიძე, ყაუხჩიშვილი და ვუკოლ ბერიძე პროფესორის ხარისხიდან. ამასთანავე, მიმართავენ მუსხელიშვილს, რომელიც აკადემიის პრეზიდენტი იყო, ისინი აკადემიიდანაც გაათავისუფლოს.
თამარ ბელქანიას თქმით, უნივერსიტეტს ეძღვნება „საარქივო მოამბის“ ახალი - მე-10 - ნომერი, რომელიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის შალვა ნუცუბიძის შესახებ დაწერილი ვრცელი სტატიით იხსნება. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ შალვა ნუცუბიძე მეორედ, ანუ 1938 წელს, უშუალოდ სტალინის მითითებით დააპატიმრეს.
სტატიაში მოტანილია ამონარიდი შალვა ნუცუბიძის წერილიდან, რომელიც მეცნიერმა ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს 1968 წელს გადასცა და რომელშიც „ვეფხისტყაოსნის“ რუსულად თარგმნის ისტორიაა მოთხრობილი. საპატიმროში მყოფ მეცნიერს აცნობებენ, რომ თარგმანის დასრულების უფლებას და საშუალებას აძლევენ. თანხმობისთანავე საკანში მიუტანენ „ვეფხისტყაოსნის“ ქართულ გამოცემასა და განსაკუთრებულ სადილს, რომელიც „არესტანტების სასადილოდან კი არა, თანამშრომელთა სასადილოდან იყო ამოტანილი“. მოგვიანებით შალვა ნუცუბიძეს გაათავისუფლებენ, თუმცა ციხის დატოვებამდე მეცნიერს საკანში ესტუმრება ლავრენტი ბერიას „მარჯვენა ხელი“ ბოგდან ქობულოვი, რომელიც შემდეგ რჩევა-დარიგებას მისცემს:
„გახსოვდეს, რომ რუსთაველის თარგმნა იყო და არის შენი გადარჩენის პირობა.“
შალვა ნუცუბიძის მსგავსად, რეპრესიების ტალღა ქართველ მეცნიერთა დიდ ნაწილს შეეხო, თუმცა, როგორც უნივერსიტეტის რექტორი სანდრო კვიტაშვილი ამბობს, პრაგმატული მოსაზრებით, ყველა მათგანის განადგურება და უნივერსიტეტიდან განდევნა ვერ მოხერხდა:
თუ რაიმე ხდებოდა სასიკეთო ამ უმძიმეს წლებში, ერთ-ერთი საფუძველი იყო უნივერსიტეტი ...