შემოდგომაზე, გორის ცენტრალურ მოედანზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა და სტალინური საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიდგმება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში TAMARASTUDIO-ს ესკიზურმა პროექტმა გაიმარჯვა, რომლის სახელწოდებაა „ამაოებას არ ამოება“. პროექტის ავტორები თამარ კვესიტაძე და პაატა სანაია არიან. თამარ კვესიტაძე ავტორია ბათუმში ზღვის პირას დადგმული ქანდაკებისა, რომელსაც პირობითად "ალი და ნინო" შეარქვეს.
გორელებმა „ამაოებას არ ამოება“-ს ესკიზური პროექტი ინტერნეტში ნახეს. მეორე დღეა დისკუსია არ წყდება სოციალურ ქსელ ფეისბუკში. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჯერ ვერც მემორიალის სახელწოდება გაარკვია და არდადგმული ქანდაკების მიმართ უკმაყოფილოდ განეწყო. მათი არგუმენტი ისა, რომ ისედაც ომგადატანილი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ყოველდღიურად დაჩეხილი ფიგურების ხილვა დამთრგუნველად იმოქმედებს. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მოედანზე არანაირი ძეგლი არ უნდა დაიდგას. არიან ისეთებიც, ვინც ავტორების იდეაში ორიგინალური ვერაფერი დაინახა და მათი ნაშრომი როდენის „კალეს მოქალაქეებს“ შეადარა. მცირე ნაწილს კი თამარ კვესიტაძის პროექტი მოსწონს.
გორელი მწერალი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ომგადატანილი ქალაქი უფრო ოპტიმისტურ მონუმენტს იმსახურებდა.
„ეკლესიასტე ამბობს, რომ არის ჟამი შობისა, არის ჟამი სიკვდილისა, არის ჟამი ნგრევისა და არის ჟამი შენებისა. ჩვენ ამ მოედანზე ეს ნგრევა ხომ ჩავატარეთ? ახლა ისეთი რამ არ უნდა დავდგათ, რომ მომავალში ისევ დასანგრევი გახდეს“, – აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.
ფეისბუკზე განსაკუთრებით თეა გიგუაშვილი აქტიურობდა, მისი აზრით ახალი მონუმენტის დადგმა ცენტრალურ მოედანზე თითოეული გორელის შეურაცხყოფაა. თეას გული იმაზე სწყდება რომ ხელისუფლება რიგით მოქალაქეებს დიდი ხანია არაფერს ეკითხება.
”რას უნდა უყურონ ბავშვებმა? ეს არის მონუმენტი, რომელიც წლების განმავლობაში უნდა იდგეს. მე პირადად პროექტი რომ ვნახე შეურაცხყოფილი დავრჩი...“ – აღელვებას არ მალავდა თეა გიგუაშვილი.
დავით რაზმაძე საკრებულოს წევრია, მისი თქმით ადგილობრივმა თვითმმართველობამ კონკურსის მიმდინარეობის შესახებ არაფერი იცოდა. რაზმაძის აზრით, ცენტრალურ მოედანი საერთოდ უძეგლოდ უნდა დარჩეს.
”ერთი ძეგლი ავიღეთ, ახლა მეორე უნდა დავდგათ. არ იქნება სააკაშვილი, მერე მოვა ვიღაცა პეტრიაშვილი და იტყვის რომ მე არ მომწონს ეს. მე მიმაჩნია, რომ აქ არაფერი არ უნდა დაიდგას საერთოდ. უმრავლესობას, მე ვისთანაც მაქვს ურთიერთობა აქვს უარყოფითი დამოკიდებულება“, - ამბობს დავით რაზმაძე.
გორელების დიდი ნაწილისგან განსხვავებით პროექტი მოსწონს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკა რურუას, სატელევიზიო არხებისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „ამაოებას არ ამოება“ მაღალმხატვრული ღირებულების ნაშრომია.
გორში ახალი მონუმენტის პროექტის ირგვლივ დისკუსია გრძელდება. ამასობაში კი იოსებ სტალინის იდეურ მემკვიდრეთა საზოგადოების წევრები გააქტიურდნენ. ისინი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც, სტალინის ძეგლი მისსავე სახლ-მუზეუმში უნდა დადგმულიყო. ხელისუფლებაში მხოლოდ იმას ამბობენ რომ საკითხი გადაწყვეტის სტადიაშია. უძეგლოდ დარჩენილი ცენტრალური გამზირი დღემდე სტალინის სახელს ატარებს. აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა და სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი კი შესაძლოა სწორედ ბელადის სახელობის გამზირზე დაიდგას.