აჭარის მაღალმთიანეთში ძლიერი თოვა განახლდა

კვლავ რთული მდგომარეობაა აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც მცირე ხნით შეწყვეტილი ძლიერი თოვა განახლდა. ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარმა სამ მეტრს გადააჭარბა. ენერგომომარაგების გარეშეა ხულოსა და შუახევის რაიონები, სადაც სასწავლო პროცესიც შეჩერებულია. ადგილობრივ ხელისუფალთა ცნობით, დიდთოვლობით გამოწვეულმა მეწყერმა უსახლკაროდ დატოვა ათობით ოჯახი, ხულოს რაიონის ათზე მეტი სოფელი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.