საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოავლინა მემორიალი, რომელიც შეცვლის ქალაქ გორის ცენტრიდან გასული წლის ივნისში აღებულ სტალინის ძეგლს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დასრულდა კონკურსი "2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში და, ასევე, სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზური პროექტი” - და რომ ხმათა უმრავლესობით გამოვლენილია გამარჯვებული პროექტი დევიზით "ამაოებას არ ამოება." პროექტის ავტორია "TAMARASTUDIO" თამარ კვესიტაძისა და პაატა სანაიას შემადგენლობით.