ერგნეთის შეხვედრაზე ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების საკითხი დაისვა

დღეს სოფელ ერგნეთში გაიმართა ცხინვალის რეგიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. პირველი საკითხი, რომელიც თბილისის დელეგაციამ დასვა, შეეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონში განალაგა ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები. საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, რუსული მხარისგან პასუხი ვერ მიიღეს.