ეგვიპტეში დაძაბულობა გრძელდება

რამდენი ათეული ეგვიპტელი ჯარისკაცი გამოვიდა კაიროს ქუჩებში, რათა ოთხშაბათს მოხდარი შეტაკების შემდეგ გააშველოს პრეზიდენტ მუბარაქის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. მთელი ღამის განმავლობაში კაიროში, ტაჰრირის მოედანზე, სროლის ხმა ისროდა. დემონსტრანტების მტკიცებით, მათზე თავდასხმაში პრეზიდენტ მუბარაქის მომხრეები და სამოქალქო სამოსში გადაცმული პოლიციელები მონაწილეობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 2 თებერვალს მომხდარი შეტაკების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეულმა სხეულის დაზიანება მიიღო. ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ შაფიქმა მომხდარი ძალადობის გამო ბოდიში მოიხადა და მოლაპარაკებისაკენ მოუწოდა ეგვიპტის ოპოზიციას. თუმცა ოპიზიციის ლიდერმა მოჰამედ ელ ბარადეი და ოპოზიციური „მუსლიმანთა საძმო“ მოითხოვენ, რომ ჯერ მუბარაქმა უნდა დატოვოს პოსტი.