ნიკა გილაური ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელს შეხვდა

ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამერიკელ სენატორებს შეხვდა. ნიკა გილაურმა თანმხლებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპაციის გამო მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელსაც სენატორები მხარს უჭერენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელს დენიელ იოჰანესსაც. ნიკა გილაურის თქმით, კორპორაციისგან ფინანსური დახმარების მეორე ნაწილს საქართველო უახლოეს ხანში მიიღებს.