თავიდან გადავხედოთ „ალიას“, რომელიც დღეს საზოგადოებას კვლავ იმაზე ელაპარაკება, თუ ვინ ვის ურტყა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამჯერად გაზეთის ყურადღების ცენტრშია საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ვახტანგ მჭედლიშვილი, რომელსაც საკუთარი განცხადების საფუძველზე 28 იანვარს შეუწყდა საკრებულოს წევრობა.
მჭედლიშვილს გაზეთი ასე გვაცნობს: “მისი გვარ-სახელი არასოდეს ყოფილა აფიშირებული. ის "რუსთავი 2"-ის დილის პროგრამის წამყვანის, გვანცა დარასელიას მეუღლე და, როგორც ირკვევა, გიგი უგულავას ახლო მეგობარია. როგორც ჩანს, მჭედლიშვილს „მწვანე“ ჰქონდა ანთებული უგულავასგან და, შესაბამისად, "ნონსტოპის" კატეგორიაში გადიოდა, რაც ნიშნავს ბოლომდე "გაჩმახების" უფლებასო”, - წერს გაზეთი და შემდეგ ჰყვება: „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებთან ერთად ახალ წლებზე ერთ-ერთ რესტორანში ქეიფისას ის სუფრის წევრებს ხელის გარტყმამდე დაუპირისპირდა, შემდეგ კი ერეკლე კოდუას დაურეკა და თანასუფრელები მის ბიჭებს აცემინაო.” ამ ყველაფერს „ალია“, ცხადია, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
იგივე წყარო ჰყვება, თუ რა მოხდა შემდეგ: ”სააკაშვილს კატეგორიულად მოუთხოვია, რომ დაძაბულობის განსამუხტავად მჭედლიშვილს საკრებულო დაეტოვებინა. თუმცა ეს ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულებულა. სანდო წყაროს ცნობითვე, სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ „ნაცმოძრაობის“ წევრები დაიბარა და წინაპრების მოკითხვით, თავზე დააფარა მკვდარ-ცოცხალიო..." - წერს ”ალია”.
”ახალი თაობის” პირველ გვერდზე კი ჯონდი ბაღათურიას მოთხოვნაა: მოხსენით სუბელიანი. ”დევნილთა სამინისტროსთან თანამშრომლობა საკმაოდ რთული იყო, თუმცა ამას ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში ახერხებდნენ. მაგრამ ბოლო პერიოდში სამინისტრო საერთოდ გავიდა კონტაქტიდან და უარს აცხადებდა თანამშრომლობაზეო”, - ამბობს ბაღათურია და დასძენს: "ჩვენ დამოუკიდებლად ვაწარმოეთ მონიტორნგი და აღმოჩნდა, რომ 1500 ადამიანს არა აქვს სტატუსი მინიჭებული და არ აუღია 10 000 დოლარის ოდენობით დახმარება, რაც 15 მილიონს შეადგენს. საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ არამიზნობრივად არის დახარჯული ან მიტაცებული თანხა." პუბლიკაციას ”ახალ თაობაში წაიკითხავთ.
საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარე დავით მაღრაძე კი "ქართული კონსერვატიზმის” იდეით გამოდის - ამის შესახებ ”რეზონანსი” წერს. "ფსევდოლიბერალურმა მოდერნიზაციამ არ გაამართლა და, ჩვენი აზრით, კონსერვატიულ მოდერნიზაციაზე უნდა გადავიდეთ. ეს ჩვენი პროექტი იქნება ფსევდოლიბერალიზმის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი. "კონსერვატიული მოდერნიზაცია" იმიტომ დავარქვით, რომ ის მაქსიმუმი, რაც პროექტში მზად არის, მიზნად ისახავს კლასიკურ-ევროპულ განათლებას, პოლიტიკური სამართლიანობისა და ქრისტიანული თეორიის საფუძვლების სინთეზს, პიროვნების თავისუფლებას“, - ამბობს დავით მაღრაძე.