ტყიბულში მაღაროელების გაფიცვა დაიწყო

დღეს დილით ტყიბულში მაღაროელები გაიფიცნენ. ისინი მოითხოვენ მუშაობის უსაფრთხო პირობების შექმნას, ხელფასის ინდექსაციას ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ინფლაციის მიხედვით, გრძელვადიან სამუშაო კონტრაქტებს, მუშაობის პროცესში დაზარალებულებისა და დაღუპულთა ოჯახებისთვის საკომპენსაციო სისტემის ამოქმედებას და გათავისუფლებას იმ 2 თანამშრომლისა, რომლებიც ტყიბულის მაღაროში იანვარში მომხდარი აფეთქების გამო, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ბრალდებით დააპატიმრეს. დაკავებულ პირებს მაღაროელები უდანაშაულოდ მიიჩნევენ და საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ.