საქართველოში სავაჭრო საქონლის შემოტანა ამიერიდან მხოლოდ სატვრირთო ტრანსპორტით შეიძლება

საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე აიკრძალა ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის ხელით ან სამგზავრო ავტროსატრანსპორტით შემოტანა. ამიერიდან სავაჭროდ განკუთვნილი საქონლის შემოტანა დასაშვებია მხოლოდ სატვირთო ტრანსპორტის საშუალებით. ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარიას განმარტებით ეს გადაწყვეტილება ბიზნესის არაჯანსაღი კონკურენციისა და კონტრაბანდისგან დასაცავად მიიღეს.