ევროკავშირის წევრები რამდენიმე კვირაა მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენ ბელორუს მოხელეს და რა სახის სანქციები უნდა დაუწესდეს 2010 წლის 19 დეკემბერს დემონსტრაციის დარბევისა და ოპონენტების მიმართ განხორციელებული რეპრესიებისათვის. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი კომისრის კეთრინ ეშტონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაია კოჩიანჩიჩმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამჟამად ევროკავშირის სამოგზაურო ვიზის მიღების აკრძალვა ბელორუსიის მთავრობის უფრო მეტ ოფიციალურ პირზე გავრცელდება, ვიდრე ეს კრიტიკის ობიექტად ქცეული 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იყო.
წინასწარი ინფორმაციით, 150-კაციან სიაშია ყველა ის მოხელე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსიაში მომხდარ ძალადობაში. მათ შორის არიან პრეზიდენტი ლუკაშენკო და მისი ოჯახების წევრები. ამ პირებს დაუყადაღებენ ქონებას და ამ ქმედების განმეორებას აპირებს შეერთებული შტატები, რომელთანაც რეგულარული კონტაქტები აქვს კეთრინ ეშტონს.
ბელორუსიაში ასობით დემონსტრანტი დააკავეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ევროკავშირმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფებმა ხარვეზიანი უწოდეს. 29 იანვარს საპატიმროდან გაათავისუფლეს კიდევ ერთი ჯგუფი, მათ შორის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვლადიმერ ნეკლიაევი და ცნობილი ჟურნალისტი ირინა ხალიპი, მეუღლე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ანდრეი სანნიკოვისა, რომელიც კვლავ საპატიმროშია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გათავისუფლების შემდეგ ყველა მათგანი შინაპატიმრობაში რჩება.
ყოველივე ეს დეტალურად იქნება აღნიშნული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელზეც 31 იანვრის სხდომის განმავლობაში დისკუსია გაიმართება.
ევროპის კავშირში შემავალი ქვეყნების ერთი ჯგუფი, პოლონეთისა და შვედეთის ხელმძღვანელობით, უფრო მკაცრი განცხადების მომხრეა. როგორც რადიო თავისუფლებამ შეიტყო კულისებიდან, აღნიშნული ქვეყნების მინისტრები კეთრინ ეშტონს მოუწოდებენ, ბელორუსიის თაობაზე მიღებულ ტექსტში აისახოს ვალდებულებები ბელორუსიის უბრალო მოქალაქეებისათვის. კერძოდ, წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ბელორუსიის მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებში სამოგზაურო ვიზებისათვის ნაცვლად 65 ევროსი, უნდა დაწესდეს 35 ევროს მოსაკრებელი, როგორც ეს უკვე ცალმხრივად შემოიღეს პოლონეთმა და ლიტვამ.
დასკვნაში ასევე იქნება მოთხოვნა, მინსკში კვლავ აღდგეს ეუთოს ოფისის მუშაობა, ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გამოიყოს ადგილები რეპრესიების შედეგად ბელორუსიის უმაღლესი სასწავლებლიდან დათხოვნილი სტუდენტებისათვის და, რაც ყველაზე მთავარია, ციხეებიდან გათავისუფლდნენ რეპრესირებული პოლიტიკოსები და აქტივისტები. თუმცა, ვიდრე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ სანქციებზე მსჯელობენ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელორუსიის უშიშროების სამსახურმა, რომელსაც დღემდე „კაგებე“ ეწოდება, პატიმრობაში აიყვანა ბელორუსიის სახალხო ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი, ზმიცერ სალვიოვი, რომელსაც ბრალი ედება 2010 წლის 19 დეკემბრის „არასანქცირებული მასობრივი შეკრების ორგანიზებაში“. დაკითხვაზე მეორედ დაიბარეს უშიშროების ორგანოში გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ალეგ კორბანი, რომელიც, მრავალი თანამებრძოლის მსგავსად, შინაპატიმრობაში იმყოფება და აკრძალული აქვს მინსკიდან გასვლა.