აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან უსოიანი, მეტსახელად ”დედ ჰასანი” ამჟამად აფხაზეთში იმყოფება. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მაოდგილემ რამინ გაბლიამ სააგენტო აფსნიპრესს დღეს განუცხადა, რომ უსოიანის მიერ აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის ფაქტი არ დადასტურდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შარშანდელი თავდასხმის შედეგად მძიმედ დაჭრილი ასლან უსოიანი რეაბილიტაციის მიზნით აფხაზეთში მკურნალობს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელეზე დაყრდნობით ”ნოვაია გაზეტამ” გაავრცელა.