პაკისტანში თვითმკვლელმა სამი ადამიანი იმსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ პეშავარში თვითმკვლელმა ტერორისტმა ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსანი, მისი დაცვა და მძღოლი მოკლა. მკვლელმა სამხრეთ პეშავარის პოლიციის უფროსის მოადგილის მანქანის ახლოს აიფეთქა თავი.