რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ ავტორი პროექტისა ”დაცული მოქალაქე - დაცული პოლიციელი”. სტუმარმა ილაპარაკა პოლიციის დეპოლიტიზაციის ამ პროექტზე, ამჟამად პოლიციის წინაშე არსებული პრობლემები აღწერა და მათი გადაჭრის შესაძლო გზები დასახა.