გასულ კვირაში კვლავ გაგრძელდა დევნილების იძულებით განსახლების პროცესი, რომლის მიმართაც ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს უკიდურესად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. გასული კვირის ნეგატიური მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო გრიპის გავრცელების არეალის გაფართოება და ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქება; თვალშისაცემი იყო ინფლაციის მაღალი დონე და ფასების შეუქცევადი მატება.
გასული კვირა თბილისში სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან დევნილთა გამოსახლებით დაიწყო. განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციელებმა ალყაში მოაქციეს. დევნილების წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოსახლების პროცესი არ შეფერხებულა.
მთავრობაში აცხადებენ, რომ იგეგმება დევნილების გაყვანა თბილისში მდებარე დანარჩენი 25 არალეგალურად დაკავებული შენობიდანაც, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი კოპალეიშვილი ამბობს, უბინაოდ არავინ დარჩება და დევნილებს, რაიონების მიხედვით, კეთილმოწყობილი საცხოვრებლების არჩევის საშუალება ექნებათო.
ასევე არჩევანს - ოღონდ სულ სხვა არჩევანს - სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ვითარების შესასწავლად ჩამოსულ ბურებს. საქმე ისაა, რომ მთავრობის მოწვევით საქართველოში იმყოფება ტრანსვაალის მიწათმოქმედთა ასოციაციის გენერალური მენეჯერი, რომელიც საინვესტიციო პროექტებისათვის შესაბამის პირობებს ეცნობა. ბურების პირველი დელეგაცია საქართველოს ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე სტუმრობდა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ბური ფერმერების ცოდნა-გამოცდილების იმპორტი სოფლის მეურნეობას კრიზისიდან გამოიყვანს. ამასთან, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიკა ავალიანი აზუსტებს, რომ არ იგეგმება ბურების მასშტაბური გადმოსახლება საქართველოში.
გასულ კვირაში თავი იჩინა ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის, H1N1 ვირუსის ახალმა შემთხვევებმა. ხათუნა ზახაშვილი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი - ამბობს, რომ ლაბორატორიულად 29 შემთხვევა გამოვლინდა, რაც სამჯერ ნაკლებია შარშან იმავე პერიოდში გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე.
გრიპის გავრცელებას ქართველი მედიკოსები ვაქცინაციითა და შესაბამისი მედიკამენტებით ებრძვიან, თუმცა მაღალი ინფლაციის გამო კვალიფიცურ სამედიცინო მომსახურებაზე ყველას როდი მიუწვდება ხელი. ოფიციალური ინფორმაციით, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელმა 11 პროცენტს გადააჭარბა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდით გამოწვეული გაძვირების გასანეიტრალებლად, თუმცა,ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, რომ ინფლაციის მაჩვენებლის შესამცირებლად მხოლოდ ეროვნული ბანკის ძალისხმევა არ კმარა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ლადო პაპავას თქმით, მთავრობამ უნდა გადადგას გარკვეული ანტიინფლაციური ნაბიჯები.
გასულ კვირაში მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ”შავი ზღვის კუთხით ევროკავშირის სტრატეგიის შესახებ”, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებადაა მოხსენიებული. ამასთანავე, რეზოლუცია მოუწოდებს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ბარონესა კეტრინ ეშტონს გააძლიეროს თავისი ზეწოლა რუსეთზე, რათა ამ უკანასკნელმა ბოლომდე შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის მიზანიც საქართველოსთან კონფლიქტის მოგვარება და სტაბილურობის დამყარებაა. რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტის რუმინელი დეპუტატის ტრაიან უნგურეანუს მოხსენებაზე დაყრდნობით მომზადდა, ასევე მოუწოდებს ევროკავშირს გააძლიეროს მონიტორინგის სისტემები და განავითაროს ადრეული შეტყობინების სისტემა, როგორც კონფლიქტის პრევენციის და ნდობის აღდგენის საშუალება შავი ზღვის რეგიონში.
გასული კვირა ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევით დასრულდა. 22 იანვარს, ღამის პირველ საათზე, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მაღაროელი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა.
22 იანვრის ღამით მომხდარი აფეთქება ბოლო ერთი წლის მანძილზე მინდელის მაღაროში მომხდარი უკვე მესამე შემთხვევაა. 2010 წლის სამ მარტს მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამდენივე მაღაროელი დაიღუპა 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგადაც.
ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.