საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ მზარდი ინფლაციის მოსათოკად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას განაგრძობს. საპროცენტო განაკვეთისა თუ უცხოური კაპიტალის სარეზერვო ნორმების გაზრდით ეროვნული ბანკი შეეცდება მიმოქცევაში არსებული ფულის მასის შემცირებას, რამაც, სავარაუდოდ, ინფლაცია ერთნიშნა უნდა გახადოს. მაგრამ ამ ნაბიჯებს თან ახლავს უკუშედეგებიც. მათ შორის ასახელებენ კრედიტებისა და სესხების რაოდენობის კლებას და გაძვირებას. მართლაც მოსალოდნელია თუ არა კრედიტების ხელმისაწვდომობის შემცირება და რა გავლენას მოახდენს ის ბიზნესის წარმოებაზე?
ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა, რომელმაც 11 პროცენტსაც კი გადააჭარბა, საქართველოს მთავრობას კონტრზომების გატარებისკენ უბიძგა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას ინფლაციასთან ბრძოლის გეგმის შემუშავება დაავალა, ხოლო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოაცხადა. მიმდინარე კვირის ბოლოს ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა და გადადგმული თუ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ესაუბრა:
„ექვსი თვეა, გადავედით გამკაცრების პოლიტიკაზე. ეს აისახება როგორც საპროცენტო განაკვეთში, ასევე სარეზერვო მოთხოვნებში. ასევე დაუბრუნდა კაპიტალის ადეკვატურობა პირველად ნორმებს. ჩვენი ინფლაციის 90 პროცენტი გამოწვეულია გარე ფაქტორებით, ეს ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ. ამიტომ ჩვენი პოლიტიკის ადეკვატურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.“
ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ადეკვატურობის შესახებ კრიტიკა გასული წლის მანძილზე არაერთხელ გამოითქვა. ამჯერად ექსპერტების დიდი ნაწილი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობას აღიარებენ, ბიზნესმენების ნაწილი კი იმ უარყოფით ეფექტზე საუბრობს, რაც ეროვნული ბანკის მიერ უცხოური კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტის 15 პროცენტამდე გაზრდასა და საპროცენტო განაკვეთის მატებას შეიძლება მოჰყვეს.
„თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბუცხრიკიძე ეჭვობს, რომ ბანკების მიერ სესხების გაცემის ტემპის შენარჩუნება მოხერხდეს, ამის მიზეზად კი ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ასახელებს.
დაკრედიტების გაძვირების ვარაუდს გამოთქვამს ეკონომიკის ექსპერტი მერაბ კაკულიაც:
“მიმაჩნია, რომ წლის პირველ ნახევარში რაღაცა გარკვეული შემსუბუქება უნდა იყოს ინფლაციურ ზეწოლაში. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ეროვნულ ბანკს მოუწევს ყველა იმ საშუალების გამოყენება რომელიც მას გააჩნია იმისთვის, რომ გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს დაკრედიტების გაძვირებას...“
ბიზნესისთვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის დაკრედიტების სიიაფეს, სესხების ხელმისაწვდომობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არის ბიზნესის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.
ბოლო ორი წელია ქართველი ბიზნესმენები კრედიტების სიმწირესა და სიძვირეს უჩივიან, რაც მათ საქმის გაფართოების საშუალებას არ აძლევს. 2010 წლის მანძილზე მთავრობამ სხვადასხვა ნაბიჯი გადადგა, რათა ბანკების მიერ სესხების გაცემის სტიმულირება მოეხდინა, თუმცა ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია და საქართველოს კვლავ დაბალი მაჩვენებელი აქვს კრედიტების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
კერძო კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკას აკრიტიკებს ბიზნესასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე:
„ნუ ეძებენ დამატებით მიზეზებს. თუ აქამდე არ იყო გამკაცრებული პოლიტიკა, რატომ არ გამოირჩეოდნენ აგრესიულობით და რატომ არ იყო გაზრდილი კრედიტების გაცემა მთელი ამ თვეების განმავლობაში? მე მგონია, რომ დღეს კომერციულ ბანკებს დაუბრუნდათ ის სტაბილურობა, რომ მათ ძველებურთან მიახლოებული ტემპით გააგრძელონ კრედიტების გაცემა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვინც ამას აკეთებს, არის მხოლოდ 2-3 ბანკი, სხვები ძველ რელსებზე დგანან. შარშანდელი წელი ბანკებისთვის არ იყო ცუდი და იმედი მაქვს, რომ წელსაც სურთ ანალოგიური მოგებების მიღება. ამისათვის კი საჭიროა აქტიური მუშაობა და ბიზნესის დაკრედიტება.”
გიორგი ისაკაძე, მართალია, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობას აღიარებს, მაგრამ არ იზიარებს ეროვნული ბანკი აზრს მაღალი ინფლაციის მიზეზების შესახებ. ისაკაძის აზრით, ინფლაციაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ბაზარზე ფულის დიდი მასის გამოშვებასაც.
შექმნილ ვითარებაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას ეთანხმება საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალიაც:
„ამ ღონისძიებებმა საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა მოახდინოს ფულის მასის ზრდის შეკავება და ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე შემცირება, რის შემდეგაც, არ არის გამორიცხული, სარეზერვო ნორმის შემცირება დაიწყოს. აქედან გამომდინარე, ამ ფაქტორებმა, გასულ წელთან შედარებით, ბანკების მხრიდან დაკრედიტების პროცენტულ მაჩვენებელზე შეიძლება იმოქმედოს კიდეც, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ წლის პირველი ნახევარი საკრედიტო დაბანდებების ნაკლები აქტივობით გამოირჩევა, ხოლო ბანკებს საკმაოდ მაღალი ლიკვიდობის დონე აქვთ და ყველა ამ ღონისძიების გათვალისწინებით, თუ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მომავალშიც არ გახდა საჭირო, საკრედიტო პორტფელის შარშანდელი წლიური 20 პროცენტიანი ზრდა, წესით, არ უნდა შემცირდეს.“
ზურაბ გვასალიას ოპტიმიზმს ყველა არ იზიარებს. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ინფლაციური რისკები კვლავაც მაღალია, რაც 2011 წელს უარყოფითად აისახება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებზე.
ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა, რომელმაც 11 პროცენტსაც კი გადააჭარბა, საქართველოს მთავრობას კონტრზომების გატარებისკენ უბიძგა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას ინფლაციასთან ბრძოლის გეგმის შემუშავება დაავალა, ხოლო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოაცხადა. მიმდინარე კვირის ბოლოს ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა და გადადგმული თუ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ესაუბრა:
ეროვნულ ბანკს მოუწევს ყველა იმ საშუალების გამოყენება რომელიც მას გააჩნია იმისთვის, რომ გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს დაკრედიტების გაძვირებას ...
ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ადეკვატურობის შესახებ კრიტიკა გასული წლის მანძილზე არაერთხელ გამოითქვა. ამჯერად ექსპერტების დიდი ნაწილი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობას აღიარებენ, ბიზნესმენების ნაწილი კი იმ უარყოფით ეფექტზე საუბრობს, რაც ეროვნული ბანკის მიერ უცხოური კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტის 15 პროცენტამდე გაზრდასა და საპროცენტო განაკვეთის მატებას შეიძლება მოჰყვეს.
„თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბუცხრიკიძე ეჭვობს, რომ ბანკების მიერ სესხების გაცემის ტემპის შენარჩუნება მოხერხდეს, ამის მიზეზად კი ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ასახელებს.
დაკრედიტების გაძვირების ვარაუდს გამოთქვამს ეკონომიკის ექსპერტი მერაბ კაკულიაც:
“მიმაჩნია, რომ წლის პირველ ნახევარში რაღაცა გარკვეული შემსუბუქება უნდა იყოს ინფლაციურ ზეწოლაში. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ეროვნულ ბანკს მოუწევს ყველა იმ საშუალების გამოყენება რომელიც მას გააჩნია იმისთვის, რომ გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს დაკრედიტების გაძვირებას...“
ბიზნესისთვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის დაკრედიტების სიიაფეს, სესხების ხელმისაწვდომობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არის ბიზნესის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.
ბოლო ორი წელია ქართველი ბიზნესმენები კრედიტების სიმწირესა და სიძვირეს უჩივიან, რაც მათ საქმის გაფართოების საშუალებას არ აძლევს. 2010 წლის მანძილზე მთავრობამ სხვადასხვა ნაბიჯი გადადგა, რათა ბანკების მიერ სესხების გაცემის სტიმულირება მოეხდინა, თუმცა ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია და საქართველოს კვლავ დაბალი მაჩვენებელი აქვს კრედიტების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
თუ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მომავალშიც არ გახდა საჭირო, საკრედიტო პორტფელის შარშანდელი წლიური 20 პროცენტიანი ზრდა, წესით, არ უნდა შემცირდეს ...