ფონდმა "ღია საზოგადოება – საქართველომ" ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" მიერ მომზადებული წიგნის "ომი, სამართალი, მშვიდობა" პრეზენტაცია გამართა. წიგნში შესულია მასალები რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ომის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის შესახებ. როგორც წიგნის ავტორები განმარტავენ, ეს არის, უმთავრესად, დოკუმენტების კრებული. იქ შესულია თავად მოწმეების, დაზარალებულების ჩვენებები, ასევე პოლიტიკოსების ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მისცეს. წიგნში ასევე შესულია ის საჩივრები და საქმეები, რომლებითაც "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა" მიმართა როგორც საქართველოს სასამართლოებს, ისე სტრასბურგის სასამართლოს.
„გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ძალისხმევა - დამნაშავე პირებს კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოთ აგვისტოს ომით მიყენებული ზიანისა და ტკივილისათვს - არ არის უნაყოფო და ფუჭი. ყველა, ვისი სახელითაც ჩვენ, უფლებადამცველები, ვმოქმედებთ, ჩვენთვის მხოლოდ კლიენტები არ არიან.“
ეს არის ამონარიდი ერთი შავ-თეთრი წიგნის წინასიტყვაობიდან, საქართველოს უახლესი შავ-თეთრი ისტორიიდან. ომსა და მშვიდობას სამართალი უდევს საზღვრად. წიგნის მთავარი გზავნილიც ეს არის: არა არს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე! 400 გვერდიან წიგნი ”ომი, სამართალი, მშვიდობა” 2008 წლის აგვისტოს ომს - უფრო ზუსტად კი, ომით დაზარალებულ მოსახლეობას - ეძღვნება. ეს არის წიგნი, აკინძული დოკუმენტური მასალებით, სადაც მოთხრობილია შეულამაზებელი ამბები, ნაჩვენებია ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება აგვისტოს ომისადმი, საუბარია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაზე, საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებზე, ომით დაზარალებულთათვის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, - გვეუბნება არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია, წიგნის ერთ-ერთი ავტორი.
”გადმოცემით ვიცი, ჩემი მეუღლე სახლში მარტო იყო, რომ მოკლეს. მეზობლებმა, ნუკრიმ და ვალომ, ავტომატის სროლის ხმა რომ გაიგეს, ქუჩაში გამოვიდნენ და ჩემი მეუღლე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. როდესაც მამაჩემი სახლში მივიდა, ჩემი მეუღლის ცხედარი სახლში შეიტანა, ტანსაცმელი გამოუცვალა, რადგან მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. 12 საათზე ჩემი მეუღლე დაასაფლავეს. სახლი მთლიანად არეული იყო. მძარცველებს წაეღოთ გაზის ბალონი და ოქროს ბეჭედი...”
ამ ამბავს ჰყვება 32 წლის მადონა, სოფელ ტყვიავიდან. წიგნის პირველ ნაწილში მკითხველს მშვიდობიანი მოსახლეობის 57 ტრაგიკული ამბავი შეუძლია ამოიკითხოს. ყველაზე დრამატული და ემოციური სწორედ წიგნის ეს ნაწილია, ამბობს კავკასიის ქალთა ცენტრის ხელმძღვანელი, წიგნის რედაქტორი ნინო ციხისთავი.
”ძნელია იმ დღეების გახსენება, როდესაც ომით დაზარალებული ადამიანების ცრემლიან, ტკივილიან - ხშირ შემთხვევაში, ყვირილიან - ამბებს ვაგროვებდით და მერე ეს ყველაფერი ტირილით შეგვყავდა კომპიუტერში. ძნელია ამ ყველაფრის ერთ წიგნში აღწერა. ჩვენ დავიჯერეთ, რომ გამოვიკითხავდით, შევაგროვებდით დოკუმენტებს, წავიდოდით სასამართლოში და მოვიგებდით, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენ იძულებულნი გავხდით სხვაგანაც წავსულიყავით. ჩვენ სამართალი უნდა მივიღოთ. იქნება ეს სტრასბურგი თუ ნებისმიერი გადასაკარგავი, იქ გადავიკარგებით, ოღონდ სამართალს აუცილებლად ვიპოვით”, - ამბობს ნინო ციხისთავი.
”ომამდე არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. დედა და მე ორივე სახლში ვიყავით, სოფელში. 6 აგვისტოს საღამოს სროლები დაიწყო. დილით ბირჟაზე გავედი. იქ ბიჭებმა მითხრეს, უბანში ბომბი რომ ჩამოვარდა, ქალი გარდაიცვალაო. დედაჩემი შემხვდა გზაში და მითხრა, პური მოიტანეო. უცებ აფეთქების ხმა გაისმა. წავიქეცი, ვიგრძენი ხელზე ხორცი მეკიდა. დედაჩემი ყვიროდა, მიშველეთ, შვილი მიკვდებაო. ვინ მიშველიდა, ხალხი კაკალთან მკვდარი ეყარა...”
ასე იხსენებს 2008 წლის ე.წ. ხუთდღიანი ომის დასაწყისს დავითი, სოფელ კარბიდან.
”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” იურისტი მარიამ მაისურაძე რადიო თავისუფლებასთან იმ ვალდებულებაზე საუბრობს, რომელიც ომის დაწყების წუთებიდანვე ეკისრებოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ რატომღაც არ შეასრულეს. სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივიან:
”ომის დაწყების პირველი წუთებიდანვე საქართველოს ხელისუფლებას ეკისრებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილება და ევაკუაცია. ამაზე საუბრობს 1949 წლის ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმი. ეს ყველაფერი დასტურდება მოსახლეობის ნაამბობით და ასევე კომისიის სტენოგრამებით, სადაც თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ევაკუაციას ადგილი არ ჰქონია და ამის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ ჩვენი ხალხი გმირია და მას არ სჭირდება ევაკუაცია. რა თქმა უნდა, ეს ვალდებულების დარღვევაა, რადგან არ შეიძლება ეს ყველაფერი იმით გაამართლო, რომ ჩვენი ხალხი გმირია”, - ამბობს მარიამ მაისურაძე.
თუკი რაიმე ნიშნები არსებობს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების არსებობის და განვითარების პერსპექტივისა, ეს წიგნი ამის ერთ ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, ასე აფასებს წიგნს, სახელწოდებით „ომი, სამართალი, მშვიდობა“, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი: ”ხშირად მოგვისმენია ფრაზა, მე მესმის დევნილებისო, მაგრამ... უკაცრავად, სწორედ რომ არ გვესმის დევნილების. მათ, ვისთვისაც საკუთარი ბალიში არ გამოუცლიათ და საკუთარი სახლიდან არ გამოუგდიათ, აი, იმათთვის არის ეს წიგნი, რათა დაანახვოს ის რეალობა, რასაც თავად ვერასდროს წარმოიდგენენ”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
წიგნის ტირაჟი სულ 250-ს შეადგენს, თუმცა ავტორები ვარაუდობენ, რომ, შესაძლებელია, ”ომი, სამართალი, მშვიდობა” სხვა ენებზეც ითარგმნოს. და ერთიც:“ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ წიგნს აუცილებლად ექნება გაგრძელება, სადაც მკითხველი წაიკითხავს, თუ რა მოჰყვა იმ სარჩელებსა და საჩივრებს, რომლებიც ამ წიგნში მოხვდა”, - ამბობენ ავტორები.
„გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ძალისხმევა - დამნაშავე პირებს კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოთ აგვისტოს ომით მიყენებული ზიანისა და ტკივილისათვს - არ არის უნაყოფო და ფუჭი. ყველა, ვისი სახელითაც ჩვენ, უფლებადამცველები, ვმოქმედებთ, ჩვენთვის მხოლოდ კლიენტები არ არიან.“
ძნელია იმ დღეების გახსენება, როდესაც ომით დაზარალებული ადამიანების ცრემლიან, ტკივილიან - ხშირ შემთხვევაში, ყვირილიან - ამბებს ვაგროვებდით და მერე ეს ყველაფერი ტირილით შეგვყავდა კომპიუტერში ...
წიგნის პრეზენტაცია. „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია (მარჯვნივ) და ქეთი ხუციშვილი, ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი.
”მკითხველისთვის საინტერესო იქნება წაიკითხოს, თუ რის საფუძველზე და რას ვასაჩივრებთ იურისტები, რადგან ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა ომის საქმეებთან და საჩივრებთან დაკავშირებით. ჩვენ ევროსასამართლოში ვუჩივით როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მთავრობას და ეს საჩივრები წიგნშია მოცემული. ჩვენი კლიენტების სახელით მოვითხოვთ ომით მიყენებული ზიანის სრულ ანაზღაურებას. კრებულში შესულია ის სასამართლო გადაწყვეტილებებიც, რომლებიც უკვე გამოვიდა. ჩვენ არაფერს ვალამაზებთ, არაფერს არ ვცვლით, ეს არის დოკუმენტები”, - ამბობს ლია მუხაშავრია.”გადმოცემით ვიცი, ჩემი მეუღლე სახლში მარტო იყო, რომ მოკლეს. მეზობლებმა, ნუკრიმ და ვალომ, ავტომატის სროლის ხმა რომ გაიგეს, ქუჩაში გამოვიდნენ და ჩემი მეუღლე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. როდესაც მამაჩემი სახლში მივიდა, ჩემი მეუღლის ცხედარი სახლში შეიტანა, ტანსაცმელი გამოუცვალა, რადგან მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. 12 საათზე ჩემი მეუღლე დაასაფლავეს. სახლი მთლიანად არეული იყო. მძარცველებს წაეღოთ გაზის ბალონი და ოქროს ბეჭედი...”
ომამდე არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. დედა და მე ორივე სახლში ვიყავით, სოფელში. 6 აგვისტოს საღამოს სროლები დაიწყო ...