სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი პეტრიაშვილი

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი

20 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე. მან სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების საკითხზე ილაპარაკა. გაერთიანებული პროფკავშირები მეზღვაურების დასახსნელად ფულის შეგროვებას ცდილობს, თუმცა ირაკლი პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ მასშტაბური, ტელემარათონის ტიპის ღონისძიების გარეშე საკმარისი თანხის შეგროვება შეუძლებელია. ამასთან, პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ, როცა ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე, ხელისუფლებამ ყველა შესაძლებელი გზა უნდა გამოიყენოს. მაგალითად მას უკრაინის, სამხრეთ კორეისა და ბრიტანეთის მთავრობების მიერ მოქალაქეების გამოსასყიდად მეკობრეებისთვის ფულის გადახდა მოჰყავს.