ერაყის ქალაქ ბაკუბაში თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას 12 ადამიანი შეეწირა. ცნობით, თავდამსხმელმა „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ დანაღმული მანქანა პოლიციელების სკოლისკენ მიმართა და ააფეთქა. ამ ინციდენტის დროს 50 პირი დაშავდა. მსგავსი თავდასხმისას თიქრითში, სამშაბათს 50 ადამიანი დაიღუპა.