თქვენი ნებართვით, მცირე ექსპერიმენტს მივმართავ: მუსიკალურ ფრაგმენტებს არა მე, არამედ ცნობილი შემსრულებლები და დიდი კომპოზიტორები შეგირჩევენ... ანუ მუსიკისთვის გამოყოფილ დროს გენიოსების გემოვნების მიხედვით დავაკომპლექტებ.
მაშ ასე, რას გვირჩევდნენ დიდი მუსიკოსები, ჩემ მაგივრად რომ უძღვებოდნენ რუბრიკას "მუსიკა, მუსიკა"?
დავიწყოთ გენიალური პიანისტი გლენ გულდით (სხვათა შორის, ერთ დროს მას მართლაც მიჰყავდა მუსიკალური გადაცემა კანადის რადიოში). გულდის ახირებულობაზე ბევრი დაწერილა და, როგორც ჩანს, გემოვნებაც უცნაური ჰქონდა. მაგალითად, გულდს მოცარტი არ უყვარდა, ვინმე ორლანგო გებენსს კი პირდაპირ აღმერთებდა - სულ მის ქება-დიდებაში იყო. ო. გებენსის მუსიკას მიზეზთა გამო ვერ შემოგკადრებთ, სამაგიეროდ მოგასმენინებთ გულდის სხვა საყვარელი კომპოზიტორის, რიხარდ შტრაუსის რომელიმე შედევრს. ესეც მიკვირს, მავანი გებენსის მსმენელს, შტრაუსი როგორ მოეწონა.
შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ უსკეპტიკურეს რიხარდ ვაგნერს ნეაპოლიტანური "O, Sole mio”-ს მოსმენისას ცრემლები ადგებოდა თვალებზე. მოსწონდა იოჰან შტრაუსის ვალსებიც; თავის მოგონებებშიც კი იხსენებს, როგორ წააწყდა ვენის პარკში სეირნობისას ერთ პატარა ორკესტრს (თურმე ვენაში ქოლერა მძვინვარებდა იმ ზაფხულს და ხალხი ქალაქის ბაღებს აფარებდა თავს). ორკესტრი ვალსებს უკრავდა, დირიჟორად კი ვიღაც თმააჩეჩილი, ბაკენბარდებმოზრდილი და ვიოლინოთი ხელდამშვენებული კაცი ედგა. ეს კაცი სხვა არავინ ყოფილა, თუ არა თავად ვალსთა მეუფე იოჰან შტრაუსი. ასეთი ემოციური მუსიკოსი პირველად ვნახეო, გვიმხელს ვაგნერი.
მაშ ასე: რიხარდ ვაგნერი გვირჩევს თავის საყვარელ კომპოზიტორს - იოჰან შტრაუსს.
ლუჩანო პავაროტის ჰკითხეს: უკაცრიელ კუნძულზე რომ მოხვდეთ, თან რომელ ოპერებს წაიღებდითო? მხოლოდ ორსო, უპასუხა იმან, - ვერდის "ბალ-მასკარადს" და დონიცეტის "სიყვარულის ელექსირი". რა ოპერებშიც ყველაზე უკეთ მღეროდა, სწორედ ისინი დაასახელა.
ასე რომ, დიდი ტენორის რჩევით - ნემორინოს რომანსი. ჰო, ცხადია, მისივე შესრულებით.
სადაც პავაროტი ვახსენეთ, იქვე დომინგოს სახელიც რომ არ ვთქვათ, ცოდვად ჩაგვეთვლება (ასეთი ყოფილა ამ ორის ბედი), ამიტომ დასასრულისთვის ესპანელი ტენორის რჩევითაც მოვისმინოთ რამე.
დომინგო ისეთი ზრდილობიანი კაცია, ვერ გაიგებ, სინამდვილეში რა მუსიკა უყვარს (რეპი რომ არ ჰყვარებია, ეს კი თვითონვე უთხრა ერთ ქართველ ჟურნალისტს): ყველას და ყველაფერს აქებს, მაგრამ, როგორც ჩანს, გული მაინც სხვანაირად უძგერს ესპანური "სარსუელების" მოსმენა-შესრულებისას: ეტყობა, "სარსუელების" მომღერალი დედ-მამა ახსენდება - ერთგვარი "ოჯახური" მუსიკაა მისთვის.
მეც მისი საყვარელი არიით დავასრულებ გადაცემას. როგორც პავაროტის შემთხვევაში, ესეც თავადვე შემოგთავაზებთ თავის საყვარელ მუსიკას.

მოისმინეთ
Your browser doesn’t support HTML5