ამერიკული კორპორაცია ”ეფლის” ხელმძღვანელმა, სტივ ჯობსმა, გამოაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებას იღებს. თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში ჯობსი იუწყება, რომ კვლავინდებურად მიიღებს მონაწილეობას კომპანიის ძირითადი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ მიმდინარე საკითხებს ”ეფლის” ერთ-ერთ წამყვან მენეჯერს, ტიმ კუკს გადაულოცავს. ორი წლის წინ სტივ ჯობსმა პოსტი ნახევარი წლით დატოვა, როდესაც მას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დასჭირდა.