ავღანეთში აფეთქებამ ექვსი სამოქალაქო პირი შეიწირა

ავღანეთში ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად. აფეთქება სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. პროვინციის გუბერნატორის ოფისის განცხადებით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. დაიჭრა სამი მგზავრი. ხოლო აღმოსავლეთში მდებარე ვარდაკის პროვინციაში, ნატოს განცხადებით, ორი მეამბოხე მოკლეს და ორი სავარაუდო ექსტრემისტი დააკავეს მრავალეროვანი ჯარების და ავღანელი სამხედროების მიერ შაბათს განხორციელებული ერთობლივი ოპერაციის დროს.