„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენმა“ და „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ გამოაქვეყნეს მსოფლიოში "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2011”, რომელშიც საქართველომ 29-ე ადგილი დაიკავა. მასში შესული 183 ქვეყანა თავისუფლების ათი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვითაა განხილული. მართალია, საქართველოს ქულა უცვლელი დარჩა, მაგრამ მან რეიტინგში ოცდამეექვსე პოზიციიდან მაინც 3 ადგილით უკან დაიხია, რადგან სხვა ქვეყნების მაჩვენებლები გაუმჯობესდა.
"ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის" და "უოლ სტრიტ ჯორნალის" მიერ გამოქვეყნებულ „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს ქულა 70.4-ს შეადგენს და ის, ძირითადად, თავისუფალი ქვეყნების რიგებშია. საქართველოს ერთი ადგილით და იმდენივე ქულით უსწრებს ჩეხეთის რესპუბლიკა, ხოლო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ესტონეთსა და ლიტვას აქვს, მეზობელი რუსეთი 143-ე ადგილზეა. ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის სათავეშია ჰონგ კონგი, შემდეგ მოდის სინგაპური, ავსტრალია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ.
რეიტინგის ნახვისთანავე უამრავს უჩნდება კითხვა, თუ რატომ არ არის საქართველოში ცხოვრების ისეთი დონე, როგორიც, მაგალითად, ბელგიაშია, რომელიც საქართველოს რამდენიმე ადგილით ჩამორჩება. ეკონომიკის ექსპერტები - მათ შორის, საქართველოში „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი ვოლფგანგ იონი - განმარტავენ, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი არ აღწერს ქვეყნებში არსებულ ცხოვრების დონეს, არამედ იმ საკანონმდებლო გარემოს შეისწავლის, რომელიც ეკონომიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს:
“ცხადია, ამ სიის ნახვისას ზოგი იტყვის, მაშინ მომავალ წელს შვედებივით უნდა ვიცხოვროთო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. თქვენ ათწლეულები დაგჭირდებათ იმ დონის მისაღწევად. საკითხავი ისაა, როგორ გამოიყურება თქვენი კანონები, რა წინაპირობები იქნა შექმნილი კანონმდებლობის სფეროში. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ხორციელდება ეს კანონები.“
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ათი მაჩვენებლის მიხედვით ყალიბდება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს წარმატება ლიბერალურმა რეფორმებმა განაპირობა. ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” კვლევის თანახმად, საქართველოს განსაკუთრებულად მაღალი სარეიტინგო ქულები მიენიჭა საქმიანობის დაწყების სიმარტივის, თავისუფალი ვაჭრობის, ფისკალური თავისუფლებისა და ლიბერალური შრომითი კანონმდებლობის მიხედვით. საქართველოში ბიზნესის დასაწყებად სამი დღეა საჭირო, მაშინ როცა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 35 დღეა. 100-დან დაახლოებით 90 ქულა მიენიჭა საქართველოს ფისკალური თავისუფლების, ანუ დაბალი გადასახადების გამო. ასეთივეა ვაჭრობისა და შრომის თავისუფლების მაჩვენებლებიც.
კვლევაში აისახა საქართველოს სუსტი მხარეებიც. განსაკუთრებით დაბალი ქულა - 40 პროცენტი - ერგო საკუთრების უფლებას, ანუ მის დაცულობას. აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოში განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაა სასამართლოს სისტემაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სუსტად არის დაცული ინტელექტუალური საკუთრებაც. ასევე გაუარესდა მთავრობის ხარჯების მაჩვენებელიც, რადგან საბიუჯეტო ხარჯები ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება.
ეკონომიკის ექსპერტები და, მათ შორის, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი ფიქრობს, რომ თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა, საქართველოს ინდექსი გაუარესებას დაიწყებს. ამ ინდექსის გაუმჯობესების, ანუ ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობაზე გია ჯანდიერი ამბობს:
”ეკონომიკური თავისუფლება ჩვენ გვაძლევს შანსს იმისათვის, რომ სწრაფად გავიზარდოთ, ანუ ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდეს, რომ ჩვენთან ინვესტიციების შემოტანა სახალისო იყოს და ეს შესაძლებელია ერთადერთი ფაქტორიც კი არის, თუ რატომ უნდა მოვიდნენ ჩვენთან ინვესტორები და არა ევროპაში. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მაღალი გადასახადები, მაღალი სახელმწიფო ხარჯები და მაღალი სახელმწიფო რეგულირებები, მაშინ ინვესტორი რატომ წამოვა საქართველოში და არა გერმანიაში, როდესაც საქართველოში არსებობს სერიოზული პრობლემები, ისეთი, როგორიც არის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ცუდი მეზობლობა...”
გია ჯანდიერი, სხვა ექსპერტები, ბიზნესმენები თუ სახელმწიფო მოხელეები ხშირად აღნიშნავენ, რომ უცხოური ინვესტიციების გარეშე ქვეყნის ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი იქნება. როგორც ცნობილია, 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2009 წელს. ამ ტენდენციის შესაცვლელად და უფრო მეტი კაპიტალის შემოდინების მისაღწევად, „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ერთ-ერთი ავტორი, რობერტ ლოუსონი, საქართველოს ურჩევს ეკონომიკური თავისუფლების გზას არ გადაუხვიოს:
“ის იდეები, რომელიც თქვენ გესმით დასავლეთ ევროპიდან და, ალბათ, აშშ–დანაც, მდგომარეობს შემდეგში: თუ გსურთ ჩვენსავით განვითარებული და მდიდარი იყოთ, მაშინ ჩვენი მსგავსი პოლიტიკის გატარება დაიწყეთ, მაგალითად, როგორიცაა კონკურენციის პოლიტიკა, შრომის კოდექსი, გარემოს დაცვის კოდექსი. მაგრამ, იმავდროულად, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამის გაკეთება თავად აშშ–მა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა სულ ახლახან დაიწყეს, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნები უკვე მაღალგანვითარებულნი იყვნენ. ამის ფონზე, ვფიქრობ, რომ თქვენ ისეთი მაღალი დონის, ძვირად ღირებულ და არაეფექტურ პოლიტიკას ატარებთ ეკონომიკაში, რომლისთვისაც ჯერ ქვეყანა, უბრალოდ, მზად არ არის.”
ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ამერიკელი ექსპერტი, რადგან საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად უკვე მოახდინა რამდენიმე რეფორმის რევიზია. მათ შორის არის ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა, ასევე ვალდებულებები, დაკავშირებული სხვა მაკონტროლებელი ორგანოების აღდგენასა და შრომის კოდექსის შეცვლასთან.
ზოგი იტყვის, მაშინ მომავალ წელს შვედებივით უნდა ვიცხოვროთო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. თქვენ ათწლეულები დაგჭირდებათ იმ დონის მისაღწევად ...
რეიტინგის ნახვისთანავე უამრავს უჩნდება კითხვა, თუ რატომ არ არის საქართველოში ცხოვრების ისეთი დონე, როგორიც, მაგალითად, ბელგიაშია, რომელიც საქართველოს რამდენიმე ადგილით ჩამორჩება. ეკონომიკის ექსპერტები - მათ შორის, საქართველოში „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი ვოლფგანგ იონი - განმარტავენ, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი არ აღწერს ქვეყნებში არსებულ ცხოვრების დონეს, არამედ იმ საკანონმდებლო გარემოს შეისწავლის, რომელიც ეკონომიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს:
“ცხადია, ამ სიის ნახვისას ზოგი იტყვის, მაშინ მომავალ წელს შვედებივით უნდა ვიცხოვროთო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. თქვენ ათწლეულები დაგჭირდებათ იმ დონის მისაღწევად. საკითხავი ისაა, როგორ გამოიყურება თქვენი კანონები, რა წინაპირობები იქნა შექმნილი კანონმდებლობის სფეროში. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ხორციელდება ეს კანონები.“
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ათი მაჩვენებლის მიხედვით ყალიბდება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს წარმატება ლიბერალურმა რეფორმებმა განაპირობა. ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” კვლევის თანახმად, საქართველოს განსაკუთრებულად მაღალი სარეიტინგო ქულები მიენიჭა საქმიანობის დაწყების სიმარტივის, თავისუფალი ვაჭრობის, ფისკალური თავისუფლებისა და ლიბერალური შრომითი კანონმდებლობის მიხედვით. საქართველოში ბიზნესის დასაწყებად სამი დღეა საჭირო, მაშინ როცა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 35 დღეა. 100-დან დაახლოებით 90 ქულა მიენიჭა საქართველოს ფისკალური თავისუფლების, ანუ დაბალი გადასახადების გამო. ასეთივეა ვაჭრობისა და შრომის თავისუფლების მაჩვენებლებიც.
ეკონომიკური თავისუფლება ჩვენ გვაძლევს შანსს იმისათვის, რომ სწრაფად გავიზარდოთ, ანუ ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდეს ...
ეკონომიკის ექსპერტები და, მათ შორის, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი ფიქრობს, რომ თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა, საქართველოს ინდექსი გაუარესებას დაიწყებს. ამ ინდექსის გაუმჯობესების, ანუ ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობაზე გია ჯანდიერი ამბობს:
”ეკონომიკური თავისუფლება ჩვენ გვაძლევს შანსს იმისათვის, რომ სწრაფად გავიზარდოთ, ანუ ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდეს, რომ ჩვენთან ინვესტიციების შემოტანა სახალისო იყოს და ეს შესაძლებელია ერთადერთი ფაქტორიც კი არის, თუ რატომ უნდა მოვიდნენ ჩვენთან ინვესტორები და არა ევროპაში. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მაღალი გადასახადები, მაღალი სახელმწიფო ხარჯები და მაღალი სახელმწიფო რეგულირებები, მაშინ ინვესტორი რატომ წამოვა საქართველოში და არა გერმანიაში, როდესაც საქართველოში არსებობს სერიოზული პრობლემები, ისეთი, როგორიც არის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ცუდი მეზობლობა...”
თქვენ ისეთი მაღალი დონის, ძვირად ღირებულ და არაეფექტურ პოლიტიკას ატარებთ ეკონომიკაში, რომლისთვისაც ჯერ ქვეყანა, უბრალოდ, მზად არ არის ...