საქართველოსა და თურქეთის მთავრობებმა შესაძლოა ხელი მოაწერონ სპეციალურ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების - ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის - რეაბილიტაცია დაიწყება, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე განახლდება სამი და აშენდება ერთი მეჩეთი, სანაცვლოდ გასული საუკუნის 40-იან წლებში დამწვარი ბათუმის აზიზიეს მეჩეთისა. თუმცა ხელშეკრულების ამ სახით გაფორმებას გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგენი. ხელშეკრულების შინაარსის შესახებ ვრცელ კომენტარს არ აკეთებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
გიორგი კალანდია, ისტორიკოსი და თურქეთის ტერიტორიაზე
მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების ავტორი, ისტორიულ ტაო-კლარჯეთს უკანასკნელად სამი თვის წინ სტუმრობდა:
„გამორჩეულად მძიმე მდგომარეობაშია ის საეტაპო მნიშვნელობის ქართული ისტორიული ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, იშხანი და ასე შემდეგ. ამ ძეგლებს სჭირდება სასწრაფო დახმარება. დრო არ ითმენს, რადგანაც დანგრეული ოშკის, დანგრეული ხანძთის აღდგენა გაცილებით დიდ მორალურ რესურსს ითხოვს და, თანაც, ეს ის ძეგლები აღარ იქნება, რაც იყო!“
სწორედ ამგვარი სავალალო ვითარების გამოა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტოს 2011 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებში ჩართული აქვს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე უნიკალური ქართული ძეგლების გადარჩენის პროექტი, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლის, პაატა გაფრინდაშვილის თქმით, საჭიროა თურქეთის მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა.
„ჩვენ დაყენებული გვაქვს მოთხოვნა თურქეთის მხარესთან, რომ ამ ოთხი ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყოს. უპირველეს ყოფლისა, უნდა მოხდეს გამაგრება და შემდგომ ისეთი კვლევითი სამუშაოების ჩატარება, როგორიცაა არქეოლოგია, გეოლოგია და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით თურქი კოლეგებისგან საბოლოო პასუხს. იმედს ვიტოვებთ, რომ მოკლე ხანში სწორედ ეს პასუხი გვეცოდინება. ამის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ შევჯერდებით და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, უთხრა პაატა გაფრინდაშვილმა რადიო თავისუფლებას.
თურქეთის მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, საკითხი, თურქეთის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, დასკვნით ფაზაში გადავა და დაიწყება ხელშეკრულების ტექსტის შეჯერების პროცესი, რომლის მთავარი მონაწილე, სავარაუდოდ, საქართველოს საპატრიარქო იქნება. საქმე ისაა, რომ თურქეთისა და საქართველოს მთავრობების განზრახულებათა ოქმის ის ნაწილი, რომელიც საქართველოში მეჩეთების აღდგენა-რესტავრაციას შეეხება, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწუნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა. ინტერნეტგამოცემა pressa.ge-ს მიხედვით, 2008 წლის 20 ივნისს ილია მეორემ მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:
„მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში ფუნქციონირებს 240-ზე მეტი ჯამე და მეჩეთი, 8 მედრესე, აღარაფერს ვამბობთ საერო სასწავლებლებზე, ხოლო თურქეთში ერთი ქართული ტაძარიც არ მოქმედებს, აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია. შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოში უკვე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების და თეოლოგიური სასწავლებლების რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ქვეყნის მუსლიმი მოსახლეობის რელიგიურ მოთხოვნილებებს.“
საქართველოს მთავრობის ძალისხმევას აკრიტიკებენ ბათუმშიც. ისტორიკოს ოთარ გოგოლიშვილის თქმით, განსაკუთრებით მიუღებელი და სახიფათოა ბათუმის ცენტრში გასული საუკუნის 40-იან წლებში დამწვარი აზიზიეს მეჩეთის აღდგენა, რასაც, გოგოლიშვილის თქმით, თურქეთის მთავრობა ითხოვს:
„იმას, რასაც თურქეთი სხვაგან არ აკეთებს, აქ, ჩვენთან, იზამს! შესაძლებელია სხვა მიზნებიც ჰქონდეს, რადგანაც თურქულ პრესაში გამოჩნდა სტატიები, რომ აჭარა ჩვენიაო, რომ აჭარა რუსეთმა წაგვართვა 1878 წელსო და ყარსის ხელშეკრულება გვაძლევს საშუალებას აჭარაში ჩვენი პოლიტიკა გავატაროთო. მე თუ მკითხავთ, ერთი მეჩეთი ქალაქში სავსებით საკმარისია, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ აქ ტოლერანტი ერი ვართ და ყველა აღმსარებლობას აქვს საშუალება ჰქონდეს საკუთარი სალოცავი.“
ცნობისათვის: აზიზიეს მეჩეთი 1866 წელს ბათუმში აშენებული პირველი მეჩეთია. გავრცელებული ცნობით, თურქეთის მთავრობა ასევე ითხოვს სოფელ კვირიკეში ჯამეს, ხოლო ახალციხის რაიონში მეჩეთის რესტავრაცია-აღდგენას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და რესპუბლიკური პარტიის აჭარის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე მურმან დუმბაძე:
„ამას შეიძლება მოჰყვეს (როგორც პატრიარქი ამბობს) მუსლიმანი და ქრისტიანი ქართველების შეხლა-შემოხლა, რაც აზარალებს როგორც თურქულ, ასევე ქართულ სახელმწიფოს. არსებობს ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა: საქმე უნდა მოწესრიგდეს კულტურული ურთიერთობების სფეროში. საქართველოს სახელმწიფომ მეტი უნდა იშრომოს, უნდა დაიწყოს მოლაპარაკება როგორც თურქეთის ხელისუფლებასთან, ასევე გავლენიან პირებთან, სერთაშორისო ორგანიზაციებთან, იუნესკოსთან და დაარწმუნოს ყველა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლები არ არის მხოლოდ ქართული. ისინი ეკუთვნის სრულიად კაცობრიობას და დამოუკიდებლად აღადგინონ.“
თუმცა, მურმან დუმბაძისგან განსხვავებით, თურქეთის მხარის მოთხოვნაში (რესტავრაცია გაუკეთდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე მუსლიმანურ საკულტო ნაგებობას, ხოლო ერთი ხელახლა აშენდეს), სახიფათოსა და მიუღებელს ვერაფერს ხედავს თეოლოგი ლევან აბაშიძე:
„საფრთხე ყველგან და ყველაფერში შეიძლება იყოს. თუ, მაგალითად, გარეშე ძალებმა მხარი დაუჭირა ერთ რომელიმე სარწმუნოებას ან იდეოლოგიას, ამის თეორიული საფრთხე არსებობს, მაგრამ მას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და არა ისეთი, რომ არ აღვადგინოთ ან არ ავაშენებინოთ მეჩეთი მაშინ, როცა საქართველოში მუსლიმანური მოსახლეობა არსებობს. ვფიქრობ, რომ ყოველივე ეს მოძველებული აზროვნების რეციდივებია.“
ლევან აბაშიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთები ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მთავრობას ასევე მართებს მათზე ზრუნვა. ისტორიკოსი გიორგი კალანდიაც ამბობს, რომ საქართველომ არ უნდა თქვას უარი მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე.
„ამ მდიდარი ისტორიის განუყოფელი ნაწილია ქართული მუსლიმანური მოსახლეობა და თურქეთის ყოფნა საქართველოში. ეს არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ისტორია და, ამასთანავე, ამ ისტორიის მდიდარი ფურცელი. ვფიქრობ, რომ ქართველებს არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ ისტორიული ძეგლები აღდგება, მით უფრო, რომ არ არის ლაპარაკი ახლის აშენებაზე. აღადგენენ ისტორიულ ძეგლებს“, უთხრა გიორგი კალანდიამ რადიო თავისუფლებას.
თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით მთავრობების დონეზე საბოლოოდ გადაწყვეტილი არა არის, თუ რომელი ნაგებობა, რა სახითა და ფუნქციური დატვირთვით აღდგება როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება.
გიორგი კალანდია, ისტორიკოსი და თურქეთის ტერიტორიაზე
მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების ავტორი, ისტორიულ ტაო-კლარჯეთს უკანასკნელად სამი თვის წინ სტუმრობდა:
ჩვენ დაყენებული გვაქვს მოთხოვნა თურქეთის მხარესთან, რომ ამ ოთხი ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყოს ...
სწორედ ამგვარი სავალალო ვითარების გამოა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტოს 2011 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებში ჩართული აქვს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე უნიკალური ქართული ძეგლების გადარჩენის პროექტი, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლის, პაატა გაფრინდაშვილის თქმით, საჭიროა თურქეთის მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა.
„ჩვენ დაყენებული გვაქვს მოთხოვნა თურქეთის მხარესთან, რომ ამ ოთხი ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყოს. უპირველეს ყოფლისა, უნდა მოხდეს გამაგრება და შემდგომ ისეთი კვლევითი სამუშაოების ჩატარება, როგორიცაა არქეოლოგია, გეოლოგია და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით თურქი კოლეგებისგან საბოლოო პასუხს. იმედს ვიტოვებთ, რომ მოკლე ხანში სწორედ ეს პასუხი გვეცოდინება. ამის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ შევჯერდებით და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, უთხრა პაატა გაფრინდაშვილმა რადიო თავისუფლებას.
თურქეთის მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, საკითხი, თურქეთის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, დასკვნით ფაზაში გადავა და დაიწყება ხელშეკრულების ტექსტის შეჯერების პროცესი, რომლის მთავარი მონაწილე, სავარაუდოდ, საქართველოს საპატრიარქო იქნება. საქმე ისაა, რომ თურქეთისა და საქართველოს მთავრობების განზრახულებათა ოქმის ის ნაწილი, რომელიც საქართველოში მეჩეთების აღდგენა-რესტავრაციას შეეხება, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწუნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა. ინტერნეტგამოცემა pressa.ge-ს მიხედვით, 2008 წლის 20 ივნისს ილია მეორემ მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:
იმას, რასაც თურქეთი სხვაგან არ აკეთებს, აქ, ჩვენთან, იზამს! შესაძლებელია სხვა მიზნებიც ჰქონდეს, რადგანაც თურქულ პრესაში გამოჩნდა სტატიები, რომ აჭარა ჩვენიაო ...
საქართველოს მთავრობის ძალისხმევას აკრიტიკებენ ბათუმშიც. ისტორიკოს ოთარ გოგოლიშვილის თქმით, განსაკუთრებით მიუღებელი და სახიფათოა ბათუმის ცენტრში გასული საუკუნის 40-იან წლებში დამწვარი აზიზიეს მეჩეთის აღდგენა, რასაც, გოგოლიშვილის თქმით, თურქეთის მთავრობა ითხოვს:
„იმას, რასაც თურქეთი სხვაგან არ აკეთებს, აქ, ჩვენთან, იზამს! შესაძლებელია სხვა მიზნებიც ჰქონდეს, რადგანაც თურქულ პრესაში გამოჩნდა სტატიები, რომ აჭარა ჩვენიაო, რომ აჭარა რუსეთმა წაგვართვა 1878 წელსო და ყარსის ხელშეკრულება გვაძლევს საშუალებას აჭარაში ჩვენი პოლიტიკა გავატაროთო. მე თუ მკითხავთ, ერთი მეჩეთი ქალაქში სავსებით საკმარისია, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ აქ ტოლერანტი ერი ვართ და ყველა აღმსარებლობას აქვს საშუალება ჰქონდეს საკუთარი სალოცავი.“
ცნობისათვის: აზიზიეს მეჩეთი 1866 წელს ბათუმში აშენებული პირველი მეჩეთია. გავრცელებული ცნობით, თურქეთის მთავრობა ასევე ითხოვს სოფელ კვირიკეში ჯამეს, ხოლო ახალციხის რაიონში მეჩეთის რესტავრაცია-აღდგენას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და რესპუბლიკური პარტიის აჭარის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე მურმან დუმბაძე:
საფრთხე ყველგან და ყველაფერში შეიძლება იყოს. თუ, მაგალითად, გარეშე ძალებმა მხარი დაუჭირა ერთ რომელიმე სარწმუნოებას ან იდეოლოგიას, ამის თეორიული საფრთხე არსებობს ...